2022-05-19



ხუთშაბათს, 19 მაისს, კარგი ამინდი იყო და მეხუთე კლასის მოსწავლეებთან გაკვეთილი თემაზე - გეომეტრიული ბრტყელი ფიგურები, ჩავატარე ეზოში.

გაკვეთილის მიზანი იყო, როგორც დასათაურებიდან ჩანს გეომეტრიული ბრტყელი ფიგურები, საქმე იმაშია რომ ბევრი მოსწავლე პერიმეტრსა და ფართობს ვერ არჩევს, იციან ცნება მაგრამ რომელი რომელია და რა ფორმულით გამოითვლება ვერ იმახსოვრებენ.

ეზოში პატარა სტადიონი გვაქვს მოასფალტებული - მოსწავლეები სტადიონზე ცარცით ხაზავნდენენ გეომეტრიულ ფიგურებს, მათში ფიგურებისთვის დამახასიათებელ ელემენტებს და განმარტავდნენ სათითაოდ.

მოსწავლეები დახაზული ფიგურების - კვადრატი და მართკუთხედის პერიმეტრებს და ფართობებს ანგარიშობდნენ ზეპირად, ხოლო სამკუთხედის მხოლოდ პერიმეტრს, ვინაიდან სამკუთხედის ფართობის გამოთვლა ჯერ არ იციან.

მოსწავლეებმა დახაზეს წრე და განმატრეს - რადიუსი, დიამეტრი, ქორდა, რკალი, ცენტრული კუთხე და სექტორი - პროგრამით გათვალისწინებული, ვაჩვენე მოსწავლეებს სეგმენტი და ავუხსენი რა განსხვავებაა სექტორსა და სეგმენტს შორის.

დავხაზეთ პარალელოგრამი, რომბი და ტრაპეცია.

გაკვეთილმა ხალისიანად ჩაიარა, ვფიქრობ გეომეტრიული ფიგურების შესასწავლად და დასამახსოვრებლად საუკეთესო აქტივობა იყო, გავიმეორებთ კიდევ მრავალჯერ.

მინდა ავღნიშნო, რომ გაკვეთილი იმდენად ხალისიანად ჩატარდა, დამავიწყდა სურათების გადაღება.





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 167

საიტზე იმყოფება: 3

არქივი

2022-09

2022-07

2022-06