2022-09-08



როგორც ვიუწყებოდი პროექტი - "მათემატიკა და ვებტექნოლოგიები"-სთვის შევქმენი საიტი: ვებტექნოლოგიები, პროექტმა სამი წლის 2017, 2018, 2019 გაზაფხულზე იმუშავა და მასზე მოსწავლეების მიერ დაიდო 66 პოსტი.

შემდეგ პანდემიის გამო პროექტის განვითარება/გაგრძელება ვეღარ მოხერხდა და დროებით საიტმა დაკარგა განახლების ფუნქცია.

2021-2022 სასწავლო წელს მყავდა მეხუთე კლასი, მათთან გაზაფხულზე განვახორციელე საინტერესო კომპლექსური დავალება - კომპლექსური დავალება, ბავშვებმა ინტერესით იმუშავეს და წარმოადგინეს გასართობი პარკისთვის შექმნილი მოდელები, ზოგმა მოსწავლემ ორი, ზოგმა კი სამი მოდელი შექმნა.

გადავწყვიდე, რომ ნაშრომები მოსწავლეების სურათებთან ერთად განმეთავსებინა დროებით უფუნციო საიტზე.

გადაწყვეტილება საქმედ ვაქციე და მოსწავლეთა ნამუშევრები განვათავსე მათ სურათებთან ერთად აღნიშნულ საიტზე.

2021-2022 სასწავლო წელს აპრილში სკოლაში ჩატარდა ყველა საგანში საგნობრივი კვირეული, მათემატიკის კვირეულზე სხვა დავალებებთან ერდად მეხუთე კლასელებს მივეცი დავალებად მათემატიკური ზღაპრის დაწერა, მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ფანტაზიებით შესრულებული ზღაპრები და ეს დავალებებიც განვათავსე აღნიშნულ საიტზე.

ამრიგად აღვადგინე - განვაახლე საიტზე პოსტების დადება და მისი ფუნქცია, როგორც მოსწავლეების ნამუშევრების წარდგენა ონლაინ სივრცეში.

ახლო მომავალში ვგეგმავ - აღვადგინო აღნიშნული საიტის, როგორც ვებტექნოლოგიების შესწავლის ფუნქციაც.

მეხუთე კლასის მოსწავლეები კომპლექსური დავალების პრეზენტაციის დროს:






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 2

არქივი

2023-07

2023-05

2023-04