2017-12-10



პროექტის აქტუალობა - მოსწავლეების 70% -ს უჭირთ მოქმედებების ჩატარება არაუარყოფით რაციონალურ რიცხვებზე (წილადებზე და ათწილადებზე).

პროექტის მიზანი - ყველა მოსწავლემ შეძლოს თავისუფლად ანგარიში არაუარყოფითი რაციონალური რიცხვებით.

მონაწილეთა ასაკი - VII, VIII და IX კლასი.

კვლევა და განხორციელების გზები - გეგმა
  1. პრობლემის წარდგენა (10 წ).
  2. დისკუსია - მოსწავლეთა ინტერესების გარკვევა წამოჭრილ საკითხთან მიმართებაში და გარკვევა, როგორია მათი მზაობა სამუშაოდ (10 წ).
  3. კითხვარი - წინარე ცოდნის თვითშეფასება (10 წ).
  4. წინარე ცოდნის შემოწმება გამოკითხვის საშუალებით (10 წ).
  5. წინარე ცოდნის შემოწმება - მოქმედებები ნატურალურ რიცხვებზე ღია ტესტირებით (10 წ).
  6. ცოდნის შემოწმება - მოქმედებები წილადებზე ღია ტესტირებით (10 წ).
  7. ცოდნის შემოწმება - მოქმედებები ათწილადებზე ღია ტესტირებით (10 წ).
  8. ცოდნის და თვითშეფასების ანალიზი (10 წ).
  9. ცოდნის დონეების მიხედვით ჯგუფების შექმნა (10 წ).
  10. ჯგუფის ლიდერის შერჩევა (10 წ).
  11. დავალება - ინსტრუქცია ჯგუფებს: ჯგუფში ყველამ იცოდეს ანგარიში (კლასგარეშე).
  12. ჯგუფის ლიდერების ინტერვიუ თითოეულ თავის წევრთან (10 წ).
  13. ჯგუფების მუშაობა - საკითხების თეორიული და პრაქტიკული შესწავლა (კლასგარეშე).
  14. ლიდერის შერჩევით ჯგუფში მათემატიკური ამოცანის გადაწყვეტა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში გამოიყენება (კლასგარეშე).
  15. ჯგუფებში მუშაობის დამთავრების შემდეგ ლიდერების მიერ მინი პრეზენტაცია. თითო ჯგუფს (10 წ).
  16. კითხვარი - ჯგუფში სამუშაოს დასრულების შემდგომ ურთიერთშეფასების (10 წ).
  17. კითხვარი - ჯგუფების მიერ ურთიერთშეფასების (10 წ).
  18. მუშაობის დამთავრების შემდგომი ღია ტესტირება შესამოწმებლად (20 წ).
  19. ტესტირება დახურული კითხვებით ონლაინ რეჟიმში საიტზე: http://m.marina.ge (კლასგარეშე).
  20. საბოლოო ანალიზი.
  21. შეფასება.
  22. შეგროვილი მასალის დოკუმენტირება.

VIII და IX კლასში ჯგუფებად დაყოფა არ მოხდა, თვითონ იმუშავეს თავის თავზე ინდივიდუალურად.

საჭირო რესურსი - საბეჭდი მოწყობილობა, თაბახის ფურცლები, მზა ტესტები, მათ შორის ონლაინ ტესტები.

ყველა საჭირო რესურსი წარმოდგენილი იყო პროექტის ხელმძღვანელის მიერ.

შედეგის ამსახველი მასალა - გასწორებული ტესტები, პირველი ეტაპის შედეგების დაჯამება, განმეორებითი ტესტების და ონლაინ ტესტების შეჯამება - შეფასება.

მოსალოდნელი შედეგი - მოსწავლეებმა უნდა აჩვენონ განმეორებით ტესტებში გაუმჯობესებული შედეგები როგორც ინდივიდუალური ასევე მთელი კლასის.


პროექტი განხორციელდა - შედეგები, გამოყენებული ტესტები და თვითშეფასების კითხვარი


პროექტის ხელმძღვანელი - მარინე ღვედაშვილი

პროექტის email - web@sites.ge





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 29

არქივი

2024-01

2023-12

2023-10