მეათე კლასში ჩატარდა ჯგუფური მუშაობა სახელმძღვანელოში მოცემულ ფუნქციის თვისებების სავარჯიშოებში შემოთავაზებულ თემაზე.
ჯგუფებში გადანაწილებული იყო ფუნქციები: ჯგუფის მენეჯერი, პრეზენტაციის ჩამწერი, პრეზენტაციის წარმდგენი და დროის აღმრიცხველი.
ამოცანა მდგომარეობდა შემდეგში: ხუთი ქალაქი დაკავშირებულია ერთმანეთთან ავიახაზებით ისე, რომ ნებისმიერი სამი ქალაქიდან ორი დაკავშირებულია ერთმანეთთან უშუალოდ - პირდაპირი ავიახაზით, ორი არ არის დაკავშირებული პირდაპირი ავიახაზით.
გრაფით უნდა წარმოგვედგინა ამოცანა, მაგალითად ქალაქები გრაფის წვეროებია და თუ პირობითად პირდაპირი ავიახაზებით არის დაკავშირებული შეგვეერთებინა უწყვეტი ხაზით, ხოლო თუ არ არის დაკავშირებული პირდაპირი ხაზით - წყვეტილით.
უნდა გაგვეთვალისწინებინა ყველა შემთხვევა და მიღებული შედეგები ფლიპჩატზე გადაგვეტანა პრეზენტაციი სახით.
ერთი შემთხვევისთვის გრაფის აგება ოთხივე ჯგუფმა შეძლო სწორად, მეორე შემთხვევა განიხილეს მაგრამ სუსტად, სხვადასხვა შეცდომებით.
საერთო ჯამში ჯგუფებმა მოახერხეს დავალების შესრულება, პრეზენტაციებიც წარადგინეს და დაიმსახურეს შემდეგი ქულები:
მარიამ გუნაშვილი - 9
ლიკა გუნაშვილი - 8
რატი ისიანი - 8
შეფასების კრიტერიუმები
| ცუდი(4-5) | საშუალო(6-7) | კარგი(8-9) | ძალიან კარგი(10) |
| ჯგუფმა ვერ გაარკვია ამოცანის შინაარსი, ვერ მოახერხა გრაფის აგება და შესაბამისად პრეზენტაციაც ვერ წარმოადგინა. | ჯგუფმა ნაწილობრივ გაარკვია ამოცანის შინაარსი, ნაწილობრივ გრაფის აგებისას დაუშვა შეცდომები და პრეზენტაციაც იყო არაზუსტი. | ჯგუფმა კარგად დაინახა ამოცანის არსი, ააგო გრაფი და პრეზენტაციაც წარმოადგინა. | ჯგუფმა ძალიან კარგად ჩასწვდა ამოცანის შინაარსს, სწრაფად ააგო გრაფი ზუსტად ორივე შემთხვევა გაითვალისწინა უშეცდომოდ, პრეზენტაციაც იყო ძალიან კარგი. |
არსებობს ჯგუფური მუშაობის ამსახველი დოკუმენტაცია.
