2019-09-12



სიახლე ჩემს ცხოვრებაში - მიმდინარე წლის ზაფხულში ჩავაბარე მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისთვის დანიშნული გამოცდა საგანში - მათემატიკა (7-12).

მოგეხსენებათ, რომ 2016 წლის სექტემბრიდან ვმუშაობ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. რატევანის საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად.

მინდა აგიხსნათ რომ მათემატიკის მასწავლებლად არ მქონდა ნამუშევარი და სკოლა 45 წლის წინ მქონდა დამთავრებული. ეს დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის.

პირველ სასწავლო წელს მყავდა მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეათე კლასები - შესაბამისად მასალაც გავიმეორე აღნიშნული კლასების. 2017 წლის ზაფხულში გავედი მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე და ავიღე 4 კრედიტი.

მეორე წელს მყავდა მეშვიდე, მერვე, მეცხრე და მეთერთმეტე კლასები - აქედან გამომდინარე გავიმეორე კიდევ მეცხრე და მეთერთმეტე კლასის მასალა და 2018 წლის ზაფხულში ავიღე 7 კრედიტი.

მესამე წელს მყავდა მერვე, მეცხრე, მეათე და მეთორმეტე კლასები, გავიმეორე მეთორმეტე კლასის მასალაც და მიმდინარე წლის ზაფხულში ჩავაბარე სრულად გამოცდა, ავიღე 10 კრედიტი.

ცნობა გამოცდის ჩაბარების შესახებ:






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 5

არქივი

2024-01

2023-12

2023-10