2022-01-11



მიმდინარე 2021-2022 სასწავლო წლის 9 დეკემბერს ჩატარდა ეროვნული ოლიმპიადის პირველი ტური მათემატიკაში, ჩემი ორი მეთერთმეტეკლასელი მოსწავლე გადავიდა მეორე ტურში და ძალიან გამახარეს.

მე სკოლაში მუშაობის ხუთი წლის მუშაობის გამოცდილება მაქვს, ეროვნული ოლიმპიადის პირვლელ ტურში მიმდინარე წელს მესამედ მიიღეს ჩემმა მოსწავლეებმა მონაწილეობა სხვადასხვა კლასებიდან და მეორე ტურში მოსწავლეების გადასვლა პირველი შემთხვევაა.

ამგვარად მეორე ტურში გადასული მოსწავლეებისთვის მოვიძიე ინტერნეტში მათემატიკის მეორე ტურში გამოყენებული ტესტები, სულ 6 ტესტი - 2016, 2017, 2018 2019, 2020 და 2021, რის შემდეგაც დავგეგმე გაკვეთილები ტესტებზე სამუშაოდ.

მოსწავლეებთან - ელენე ლომიძე და ლუკა ლომიძესთან ჩავატარე 9 ორსაათიანი შეხვედრა, სადაც დაწვრილებით გავარჩიეთ ინტერნეტში მოძიებული 6 ტესტი. აღნიშნული დღეებია: 24, 25, 27 და 28 დეკემბერი, აგრეთვე 5, 6, 7, 8 და 9 იანვარი.

მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა ტესტებში ბევრი განსხვავებული ამოცანა, რომელზეც კი გვიმუშავია სასწავლო წლების მანძილზე, მოსწავლეებმა მომენტში კარგად გაიაზრეს აღნიშნული ამოცანები, მაგრამ სამუშაო ინტერვალი იყო მცირე დრო და რამდენად ჩაჯდა გონებაში და სწორად გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას არ ვიცი.

მოსწავლეები ელენე ლომიძე და ლუკა ლომიძე გავიდენენ 2020 წლის 10 იანვარს ეროვნული ოლიმპიადის მეორე ტურზე, დაწერეს ანუ შეასრულეს მეორე ტურში მოქმედი ტესტური დავალება.

წარმატებები ლუკას და ელენეს თავიანთ ნამუშევარში, შედეგი რა იქნება იმის მიუხედავად მეამაყებიან ჩემი მოსწავლეები.





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 8

არქივი

2024-01

2023-12

2023-10