თანამშრომლობითი კულტურა
"საჯარო სკოლებში მათემატიკის თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება" - სამუშაო შეხვედრებზე განხილული ლიტერატურა იყო ძალიან ეფექტური პრაქტიკული ლიტერატურა, გამოვიყენე მიმდინარე კურსების დროს, ათი ღია გაკვეთილიდან სამის დაგეგმისას ვიხემძღვანელე აღნიშნული მასალიდან.
სასწავლო პროცესის დაგეგმა
გავარჩიე და ვიხელმძღვანელე მეტ ნაკლებად გაკვეთილის გეგმების შედგენისას.
ინტერაქტიული მეთოდები პრაქტიკაში
ეს სახელმძრვანელო რომ ვნახე უკვე ჩატარებული მქონდა ჯიგსოუს მეთოდით გაკვეთილი, ძალიან მომეწონა ექვსი ფერის მეთოდი, მაგრამ ვერცერთ კლასში ექვსი მოსწავლისგან შედგენილი ჯგუფები ვერ შევქმენი. გარდა ამისა ძალიან მომეწონა დისნეის სამი სკამის მეთოდი, ჯერ რეალიზება ვერ გავაკეთე მაგრამ აუცილებლად მოვახერხებ და უახლოეს პერიოდში გამოვიყენებ. სხვა ბევრი მეთოდიც მეტ ნაკლებად მომეწონა.
სასწავლო და სოციალური პროექტების გეგმების კრებული
ეს მასალა მაშინ აღმოვაჩინე, როცა სოციალური პროექტის განხორციელებას ვაპირებდი, ძალიან მომეწონა და ვიხელმძღვანელე პროექტის დაწერის დროს.
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ისწავლონ მათემატიკა - ნინო ახალკაცი (ჯიგსოუს მეთოდი)
გავეცანი და გამოვიყენე მეცხრე კლასში ამ ნაშრომის მიხედვით ჯიგსოუს მეთოდი.