მიმდინარე სასწავლო წლის 30 ოქტომბრიდან გადავედით დისტანციურ სწავლებაზე. შემუშავდა სკოლაში დისტანციურად მუშაობაზე მორგებული ახალი გაკვეთილების ცხრილი.
დისტანციური მუშაობის დროს, როგორც წინა 2019 - 2020 სასწავლო წლის გაზაფხულზე, ვიყენებ თიმის პლატფორმას, ყველა მოსწავლე ვერ შემოდის გაკვეთილზე, ამიტომ დამატებით ვიყენებ ინფორმაციის მიწოდების წყაროებს, როგორიცაა მესენჯერი, ტელეფონი და ვიღებ უკუკავშირსაც.
ინტენსიურად ვიყენებ საკუთარ რესურსს - საიტს, რომელიც შექმნილია ჩემს მიერ 2017 წლის იანვარში და დღემდე ვამატებ სავარჯიშო ტესტებს, ამჟამად არის 66 მათემატიკის შემაჯამებელი დავალების მოსამზადებელი დავალებათა ნაკრები, ერთი CAT-ის გამოცდა და ერთი საოფისე პროგრამა - ვინდოუსი. გაზაფხულზე პანდემიის პერიოდში დავამატე შემაჯამებლი დავალების შესრულების ფუნქციაც და ყველა ჩემი მოსწავლე ასრულებს სამუშაოს აღნიშნული მეთოდით.
ყველა ჩემი მოსწავლეს გააჩნია ანგარიში საიტზე, ინახება მათი ნამუშევარი და შეფასება, რაც მიადვილებს მოსწავლეებთან მუშაობას.
მიმდინარე სასწავლო წლის ნოემბრის ბოლოს გამოთქვა სურვილი ჩემმა კოლეგამ, მათემატიკის მასწავლებელმა, რომ სურდა მის მოსწავლეებსაც გამოეყენებინათ ჩემი რესურსი. მე რა თქმა უნდა დავთანხმდი. გამომიგზავნა მისი ოთხივე კლასის სია, პირადად გავაკეთე მათი რეგისტრაცია საიტზე და დავუბრუნე მონაცემები.
მართალია მე დროულად მივაწოდე ლოგინი და პაროლები, მაგრამ მოსწავლეების მობილიზება ახალი მიმართულებით გარკვეულ დროს მოითხოვს, ამიტომ სავარაუდოდ დეკემბრის ბოლომდე მოახერხებენ შეფასების მიღებას.