2020-06-14



მოგეხსენებათ COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო შეწყდა სკოლებში სწავლის პროცესი და შექმნილი ვითარების გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავედით.

დისტანციური სწავლების მრავალი საშუალება და ონლაინ პლატფორმა გამოიკვეთა, მათ შორის მიმაჩნია, რომ ჩემი შექმნილი ტესტირების საიტი მოცემული შემთხვევისთვის მოსწავლეებისთვის იყო მარტივად გამოსაყენებელი, ვინაიდან უკვე იცნობდენენ საიტის სტრუქტურას.

აღნიშნულ საიტზე დავამატე პოსტების სახით ყოველდღიური გაკვეთილები, საიდანაც საჭიროების მიხედვით იყო ონლაინ ვიდეო გაკვეთილზე გადასასვლელი ბმული მოთავსებული. გარდა ამისა დავამატე ვიდეო გაკვეთილების ბმულები თიმში შესასვლელად, აგრეთვე ტელეგაკვეთილები ჩემი კლასებისთვის.

არსებული სავარჯიშო ტესტების ფონზე დავამატე შემაჯამებელი წერის ვარიანტები, ნებისმიერ მოსწავლეს შერჩევითი პრინციპით - სხვადსხვა ვარიანტი.

დავამატე განყოფილება - მათემატიკური ცნებები, თუმცა ჯერ დასრულებული არ არის, აღნიშნული ვითარების გამო დაანონსებული 15 ივნისისთვის ვერ ვამთავრებთ, დავასრულებთ მომავალი სასწავლო წლის დასაწყისშივე - სავარაუდოდ.

და ბოლოს წახალისების მიზნით, დისტანციური სწავლების წარმატებით გავლისთვის - შემაჯამებლების გასწორების შემდეგ ავტომატურად გაუაქტიურდათ და მოსწავლეებს გადაეცათ ციფრული სერთიფიკატები.

ჩვენი ტესტირების საიტი





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 1

არქივი

2024-01

2023-12

2023-10