2025-04-30



ქვემო ქართლი, ბოლნისი, სულხან საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლაში დირექციის გადაწყვეტილებით დამევალა მეთორმეტე კლასში (მე არ ვასწავლი არც ერთ მეთორმეტე კლსს) ჩამეტარებინა დიაგნოსტიკური წერა ორივე დამამთავრებელი კლასის იმ მოსწავლეებთან, ვინც ეროვნულ გამოცდაზე აპირებს მათემატიკის ჩაბარებას.

2024-2025 სასწავლო წლის ბოლოს 21 აპრილს ჩავატარე დიაგნოსტიკური წერა - ეროვნული გამოცდის იმიტაცია. კერძოდ მოსწავლეებს კომპიურერიდან .pdf ფორმატის ფაილით მივეცი თითოეულს განსხვავებული 12 ტესტი და პასუხების ფურცელი მოსანიშნად, აგრეთვე ამობეჭდილი 5 ამოსახსნელი ამოცანa (სულ რაოდენობა 17).

მიმდინარე სასწავლო წლის კურსდამთავრებულებიდან 9 მოსწავლე აბარებს მათემატიკას ეროვნულ გამოცდაზე .

დიაგნოსტიკურმა წერამ გვაჩვენა, რომ 9 მოსწავლიდან 3 კარგად არის მომზადებული, 4 საშუალო დონეზე და ორიც სუსტად.

ქვემოთ მოცემულია მოსწავლეთა შეფასების დიაგრამა:






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 207

საიტზე იმყოფება: 42

არქივი

2025-06

2025-04

2025-03