კვლევა და დიფერენცირება
კვლევა არის აქტიური, შრომატევადი, სისტემური შესწავლის პროცესი, რომელიც მიზნათ ისახავს რაიმე პრობლემური საკითხის გადაჭრას მოსწავლეებში. კვლევას ატარებენ მკვლევარ-მასწავლებლები სასწავლო სიტუაციების გაუმჯობესებისა და საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის მიზნით.
მკვლევარია მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია პედაგოგიური საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის გზების ძიება და პოვნა, ახალი იდეების, ინოვაციების, სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა.
მაშასადამე, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო სირთულეების გადასალახავად კი არ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძალების გასაძლიერებლად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებლადაც.
დიფერენცირება ნიშნავს დაყოფას, დანაწილებას, მთელის გაყოფას ნაწილებად, ფორმისა და საფეხურების მიხედვით დანაწილებას და თითოეულის შესწავლას ცალ-ცალკე. (მაია ფორჩხიძე)
მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება ნიშნავს მოსწავლის დამახასიათებელი თავისებურება - ინტელექტი გადავაქციოთ სწავლის მოთხოვნილებად. მაგრამ ისმება კითხვა: როგორ განვახორციელოთ ეს კლასში? პედაგოგი ამ დროს ხარ დიდი სირთულის პირისპირ.
მოტივაცია და სტრატეგიები
ძალიან საინტერესო იყო მოტივაციის ამაღლების თეორიულად და პრაქტიკულად განხილვა, რაც ნამდვილად დაგვეხმარება გაკვეთილების ჩატარების დროს მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად.
აგრეთვე განვიხილეთ მოტივაციის სტრატეგიები, თუ როგორ შეგვიძლია მოსწავლეებს მივაწოდოთ მასალა ან შევუქმნათ სასწავლო გარემო.
ეს მასალა ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეების მახასიათებლების გათვალისწინებით, როგორ ვიმოქმედოთ გაკვეთილზე და მივაღწიოთ სასურველ შედეგს.
მიუხედავად იმისა, რომ კურსი გავლილი მქონდა, ბევრი რამ გავიხსენე და ახალი შევიძინე.
პროექტზე და პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება
მუშაობის დაწყების პირველივე სასწავლო წელს დამაინტერესა პროექტზე მუშაობამ და ძალიან ახალბედა მასწავლებელმა დავიწყე მისი განხორციელება.
პროექტზე მუშაობა ძალიან დამეხმარა მოსწავლეებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, მათი მახასიათებლების ზუსტ განსაზღვრაში.
ახლა ხელმეორედ მასალის გაცნობამ დამაფიქრა პროექტის ახალ იდეებზე.
მეტად მნიშვნელოვანია მოსწავლეებში პრობლემაზე ორიენტირებული პროექტი იქნება თუ გაკვეთილი, რადგან ორივე შემთხვევაში მოსწავლეებს უმუშავდებათ საკუთარი შეხედულებები, ხდება მათი აზროვნების ჩამოყალიბება და თვითგანვითარება. მართალია უკვე ორჯერ ვიმუშავე პრობლემაზე, მაგრამ დღეს როდესაც ხელმეორედ გადავხედე მასალას, უფრო მეტად დავფიქრდი და მეტად გავაანალიზე ეს საკითხები.
მაღალი სააზროვნო უნარები:
- კრიტიკული აზროვნება - არის აზროვნების ის სახე, რომელიც პრობლემის გადაჭრას, მის ფორმულირებას, დასკვნის გამოტანას და გადაწყვეტილების მიღებას ემსახურება;
- შემოქმედებითი აზროვნება - არის რთული სააზროვნო უნარ-ჩვევა. ეს არის რაიმეს ახალი გზით კეთება ან დანახვა; შემოქმედებითი აზროვნება ხასიათდება იდეების სიმრავლით, მრავალფეროვნებით, სიახლით და გარდაქმნის უნარით;
- მეტაკოგნიტური უნარები - გრაფიკული ორგანიზატორები მოსწავლეებს დაეხმარება წაკითხულის გაგებასა და გააზრებაში;
- ტრანსფერული უნარები - ანალიტიკური აზროვნების უნარის განვითარება, ერთ საგანში შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
სწავლების მიმდინარეობის დროს დავაანონსე, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების და ჩემი მუშაობის შედეგების გაუმჯობესების მიზნით ჩამეტარებინა კვლევა თემაზე - „ ონლაინ რესურსების ჩართულობა მათემატიკის სწავლების პროცესში და მოსწავლეებში თვითრეგულაციის უნარის განვითარება“, როგორც დაანონსებული მქონდა კვლევის ფორმები და აქტივობები ისე დავსახე.
ჩემი მიზანი იყო თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ონლაინ რესურსები, ისე რომ მოსწავლე მოტივირებული და დაინტერესებული იყოს მათემატიკაში წინარე ცოდნის აღდგენის თუ ახალი მასალის შესწავლის თვალსაზრისით.
კვლევა ჩავატარე მიმდინარე წლის 5, 6 თებერვალს სამ კლასში: მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე - ორმოც მოსწავლესთან.
ძალიან მომწონს სწავლების დიფერენცირებული მიდგომა, ვიყენებ ყოველდღიურად გაკვეთილზე მოსწავლეების ხასიათიდან გამომდინარე. მაგალითად მეხუთე კლასში სასწავლო წლის დაწყებიდან ორჯერ ჩავატარე წინარე ცოდნის შესამოწმებლად წერა და ორჯერვე გამოვიყენე „ღუზის ჩაშვების“-ის მეთოდი ბარათების გამოყენებით. დამოუკიდებელი მუშაობის დროს ჩვეულებრივ გაკვეთილზე და ღია გაკვეთილზეც ხშირად ვიყენებ.
მოტივაციის ასამაღლებლად ხშირად ვიყენებ მოსწავლეებთან ურთიერთობის სხვადასხვა ფორმებს, მაგალითად მოსწავლეებს ვაძლევ სხვადასხვა სირთულის და სხვადასხვა ვიზუალურად გაფორმებულ დავალებებს, ვიყენებ ჯგუფურ მუშაობებს, მაგრამ ყოველდღიურად ვერ ვახერხებ.
ვფიქრობ სწავლის მოტივირებული სტრატეგიების დაგეგმა ნამდვილად აუცილებელი არის, ვიყენებ და კვლავაც გავითვალისწინებ.
მოტივაციის ამაღლების სტრატეგიებზე ვიმუშავე და დავგეგმე სოციალური პროექტი - საჩუქარი პირველი კლასელებისთვის, მეცხრე კლასის მოსწავლეები, თავიანთ დაწყებითი კლასების მასწავლებელს, რომელიც ახლა პირველ კლასელებს ასწავლის, უმზადებენ რესურსს, ალბომი - „გასაფერადებელი გეომეტრიული ბრტყელი ფიგურები“. მოსწავლეები დავალებას ასრულებენ დიდი სიხარულით და მოტივაციით, ასახელებენ ახალ იდეებს და პროექტის მსვლელობა მიმდინარეობს ძალიან კარგად.
დავგეგმეთ და ჩავატარეთ პროექტგაკვეთილი მეცხრე კლასში, მიმდინარე სტანდარტებით გათვალისწინებულ თემაზე: „გეომეტრიული გარდაქმენების გამოყენება ხელოვნებაში, არქიტექტურაში“.
დავგეგმეთ გრძელვადიანი პროექტი თემაზე: „მათემატიკური ცნებები“, პროექტზე მუშაობენ მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეები.
