2018-03-22



მეშვიდე კლასში ჩატარდა ჯგუფური მუშაობა სახელმძღვანელოში არსებულ პროექტზე. ამოცანა მდგომარეობს შემდეგში, მოცემულია შედგენილი რუკა და სქემა მოსწავლეების ავტობუსით სკოლაში მისაყვანად და უკან დასაბრუნებლად, მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ოპტიმალური გზის შერჩევა და დაითვალონ მძღოლის მიერ გახარჯული დრო, მოცემულია სიჩქარე და გაჩერებების დრო.

თემა - გეომეტრიული გარდაქმნები

ჯგუფური მუშაობის მიზანი: მოსწავლეები ისწავლიან რუკაზე და სქემაზე მუშაობას, აგრეთვე დროის ათვლის სისტემაში შეძლებენ დროის ეფექტურ დაჯამებას.

მოსწავლეებს მიეცა სამუშაოს შესრულების ინსტრუქცია, რაც გამოიხატა დაფაზე მცირე კონსტრუქციის ჩვენებით.

აქტივობა: ახალი მასალის განმტკიცება. - გაკვეთილის ბოლო 15 წუთი.

რესურსი:

სახელმძღვანელო, კალამი, ფანქარი, ფურცელი, სახაზავი,ფარგალი,ცარცი, დაფა.

დასმული ამოცანის გადასაჭრელად მოსწავლეები განაწილდნენ ჯგუფებად და აირჩა ლიდერები.


ჯგუფების მიერ დავალების შესრულება და შეფასება:


ლომიძე ელენე - 10

ალანიძე ქეთი

გალოიანი რუზანა

დევნოზაშვილი სალომე

დემურაშვილი გიორგი


ლომიძე ლუკა - 10

ავქოფაშვილი აკაკი

გოგოლაძე ნიკა

ლაზარეიშვილი გოდერძი


ყურაშვილი გიორგი - 10

ასანიძე ლუკა

ბაირამოვი სეიდალი

შუბითიძე მარიამი


ნაბიევი ელთუნ - 8

ამიროვი მეთინ

მუსაევი ილქინ

ორუჯოვი ამილ

შეფასების კრიტერიუმები
ცუდი (4-5) საშუალო (6-7) კარგი (8-9) ძალიან კარგი (10)
ჯგუფმა ვერ შეძლო ამოცანაში დასმული ტრაექტორიის შედგენა. დავალება ვერ შეასრულა. არჩეული დავალების შესრულებისას დასჭირდა დახმარება, ცუდად ერკვევა მოძრაობის ტრაექტორიებში. ჯგუფმა კარგად შეასრულა დავალება. შეძლო ამოცანაში მოცემული ტრაექტორიის შედგენა, მოსწავლეების სკოლაში მისვლის და დაბრუნების დროების განსაზღვრა. ჯგუფმა ძალიან კარგად შეასრულა დავალება. მარტივად დახაზა მოცემული ტრაექტორიები ორივე შემთხვევისთვის და ძალიან კარგად დაითვალა ორივე გზის შესაბამისი დრო.

მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი ჯგუფურად მუშაობით დასმული ამოცანის შესრულებას, კერძოდ ააგეს ნახაზი ავტობუსის მოძრაობის სკოლაში ბავშვების მიყვანის და სახლში დაბრუნების სქემებით. დაითვალეს დახარჯული დრო თითოეულ შემთხვევაში და სულ.

არ მომწონს რომ აზერების ჯგუფში მხოლოდ ლიდერი მუშაობს და დანარჩენები ნაკლებად ერთვებიან მუშაობაში. ვცდილობ გამოვასწორო სიტუაცია. მომავალში გავითვალისწინებ როგორი ამოცანა და როგორი დოზით მივცე გასაკეთებლად.

არსებობს ჯგუფური მუშაობის ამსახველი დოკუმენტაცია.


ჯგუფების მუშაობის ამსახველი სურათი:







ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 19

არქივი

2024-01

2023-12

2023-10