2021-06-30



ქვემო ქართლი, ბოლნისი, რატევანის საჯარო სკოლა - მიმდინარე 2020-2021 სასწავლო წლიდან ჩართულია ახალი სკოლის მოდელის პროგრამაში.

საგნობრივი ტრენინგი გვიტარდებოდა პირველ სემესტრში ინტენსიურად კვირაში სამჯერ, ხოლო მეორე სემესტრში საბაზო და დაწყებით კლასებს ცალ-ცალკე, მაგრამ ვინაიდან მასწავლებლების უმრავლესობა ვასწავლიდით 5-12 კლასებს, შესაბამისად ვესწრებოდით ყველა ტრენინგს.

მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გვიტარდებოდა საგნობრივი ტრენინგი ქალბატონ ლალი იკობიძესთან ერთად და მართლაც ძალიან საინტერესოდ წარიმართა. შევისწავლეთ კურუკულუმების შედგენა, მატრიცების წერა და კომპლექსური დავალებების სრულყოფილი ჩამოყალიბება, მადლობა ქალბატონ ლალის ასეთი თავდადებული შრომისთვის.

სასწავლო წლის ბოლო ტრენინგზე ჩავატარეთ ჯგუფის შიდა კონფერენცია, მივიღე მონაწილეობა რა თქმა უნდა და წარვდექი მეათე კლასში ჩატარებული კომპლექსური დავალებით - წრიული ობიექტის ფართობი, განვიხილე თვითონ კომპლექსური დავალება და სამი საუკეთესო ნამუშევარი, ვფიქრობ წარმატებული იყო, რადგან მივიღე ბევრი კარგი სიტყვიერი უკუკუკავშირი მასწავლებლებისგან.





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 6

არქივი

2024-01

2023-12

2023-10