ქვემო ქართლი, ბოლნისი, რატევანის საჯარო სკოლა - მიმდინარე 2020-2021 სასწავლო წლიდან ჩართულია ახალი სკოლის მოდელის პროგრამაში.
ტრენინგი ასმ ტექნოლოგიები კვირაში ერთხელ მიმდინარეობდა ბატონ ცოტნე გვაჯაიასთან ერთად, მიუხედავად იმისა რომ მე პროგრამისტი ვარ და კომპიუტერულ პროგრამებსაც საუკეთესოდ ვფლობ, მაინც ძალიან საინტერესო იყო და ბევრი ახალი რამ შევისწავლე, მადლობა ბატონ ცოტნეს.
ტრენინგი ასმ ტექნოლოგიები გათვლილი იყო მხოლოდ პირველ სემესტრზე, მაგრამ ვინაიდან მიმდინარე 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან მეორე, მესამე და მეოთხე კლასებში შემოვიდა საგანი კომპლექსური ტექნოლოგიები (ისტის მასწავლებლის გაკვეთილების ცხრილში ვერ მოხერხდა და ვერ ჩასვეს საათები), ამიტომ ზემოთ აღნიშნული საათები მე მომცეს, რის გამოც მეორე სემესტრშიც გავიარე ტრენინგები, რომელიც განკუთვნილი იყო ისტის და კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგებისთვის ისევ ბატონ ცოტნე გვაჯაიასთან.
მადლობა ბატონ ცოტნეს კიდევ ერთხელ საინტერესო და პროდუქტიული ტრენენგებისთვის და კიდევ ერთხელ მადლობა რომ ჩემი დაწერილი კომპლექსური დავალებით მომეცა საშუალება მონაწილეობა მიმეღო კონფერენციაზე - ტექნოლოგიების სწავლა სწავლების პროცესი.
შესაბამისი სერთიფიკატი:
