2020-02-19



პირველი კლასის მასწავლებელი - ნანა მიქელაძე

პირველი კლასის სასწავლო პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გეომეტრიულ მასალას. ე.ს.გ-ის თანახმად, გაომეტრიის ელემენტების შესწავლის ძირითად ამოცანად ითვლება გეომეტრიულ ფიგურებზე წარმოდგენის შექმნა და სივრცითი აზროვნების განვითარება. სწავლების პროცესში გათვალისწინებულია რომ უმცროსკლასელებმა ამოიცნონ და აღწერონ ბრტყელი ფიგურები. შემოთავაზებული რესურსი - მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების ამოქმედებაში, სწავლის პროცესს საინტერესოსა და სახალისოს გახდის.

რესურსი ხელს შეუწყობს: მეხსიერების სტიმულირებას, სონსორული გამოცდილების გაფართოება - გამდიდრებას, დაკვირვების უნარის განვითარებას, აბსტრაქტულ აზროვნებაზე გადასვლის პირობების შექმნას.


პროექტში მონაწილე მოსწავლეები


მეცხრე კლასის მოსწავლე - ლუკა ასანიძე

რატევანის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა განვახორციელეთ პროექტი, რომლის მიზანი იყო პირველი კლასელებისთვის გაგვეცნო გეომეტრიული ფიგურები და შევქმენით გასაფერადებელი , რომელზეც ვმუშაობდით: მე, ლუკა ასანიძე და საბა მარტიაშვილი.

ჩვენ გასაფერადებელი მასალა მოვიპოვეთ ინტერნეტიდან - სხვადასხვა საიტების მეშვეობით, დავალაგეთ ვორდის დოკუმნტში და ამოვბეჭდეთ. შემდეგ ასაკინძი მოწყობილობის საშუალებით შევკარით და დავურიგეთ ბავშვებს.

მე ძალიან მომეწონა ეს პროექტი და რაც მთავარია არ იყო მომაბეზრებელი, ბავშვები დიდი შემართებით და სიხარულით ვმუშაობდით.


მეცხრე კლასის მოსწავლე - მარიამ შუბითიძე

რატევანის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებისთვის დავამზადეთ „გასაფერადებელი გეომეტრიული ფიგურები“ - ალბომი.

პროექტზე ვმუშაობდით: მარიამ შუბითიძე და აკაკი ავქოფაშვილი.

დამზადების პროცესი ძალიან სასიამოვნო და სახალისოც იყო. პირველ რიგში, ინტერნეტის საშუალებით, სხვადასხვა საიტების დახმარებით მოვიძიეთ სურათები, შემდეგ ვორდის დოკუმენტში დავალაგეთ, გავასწორეთ და ამოვბეჭდეთ. ბოლოს ავკინძეთ და ბავშვებისთვის მისაცემად გავამზადეთ.


მეცხრე კლასის მოსწავლე - ელენე ლომიძე

პროექტისთვის ჩვენ ჯერ მოვიძიეთ მასალა ინტერნეტიდან, ავარჩიეთ შესაბამისი ნახაზები, დავალაგეთ ვორდის დოკუმენტში, გავასწორეთ და ამოვბეჭდეთ. ბოლოს კი ავკინძეთ.

გამოვიდა ძალიან საინტერესო, სახალისო პროექტი, რითაც პიველკლასელებს გავაცანით გემომეტრია მხიარულად.

პროექტზე ვმუშაობდით - ელენე ლომიძე და სალომე დევნოზაშვილი


მეცხრე კლასის მოსწავლე - ლუკა ლომიძე

მეცხრე კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის პედაგოგის, მარინე ღვედაშვილის ინიციატივით და ხელმძღვანელობით განვახორციელეთ რამდენიმე საინტერესო პროექტი. პირადად ჩემთვის ყველა პროექტი შემეცნებითი და სახალისო იყო. ვფიქრობ, პროექტების წყალობით უკეთ დავიმახსოვრე სხვადასხვა თემა, რაც მომავალში გამომადგება.

გამოვარჩევდი ბოლო პროექტს, რომელიც მოიცავდა გეომეტრიული ფიგურებით სავსე გასაფერადებელი ალბომების გადაცემას პირველ კლასელებისთვის. საინტერესო იყო ალბომების ბეჭვდის პროცესი, ასევე სასიამოვნოა, როცა ხედავ რომ შენი ნაშრომი წარმატებულია.

ვისურვებდი, რომ უფრო მეტი მსგავსი პროექტი განხორციელდეს ჩვენს კლასში. კარგია, როდესაც სხვადასხვა საინტერესო და სახალისო გზებით სწავლობ მათემატიკის დიდ როლს ცხოვრებაში და თუ როგორ უნდა გამოიყენო ის.

პროექტზე ვმუშაობდით: ლუკა ლომიძე და სალომე დევნოზაშვილი


მეცხრე კლასის მოსწავლე - გიორგი ყურაშვილი

მეხხრე კლასის მოსწავლეებმა ინტერნეტიდან მოვიძიეთ სხვადასხვა ფიგურების ფოტოები, დავახარისხეთ და ვორდის დოკუმენტში მოვამზადეთ გვერდები, შემდეგ დავბეჭდეთ და ავაწყვეთ სპეციალური ხელსაწყოს - ასაკინძის მეშვეობით.

მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო.

პროექტზე ვმუშაობდით: გიორგი ყურაშვილი და გოდერძი ლაზარეიშვილი


ავტორის სტილი დაცულია.





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 1

არქივი

2024-01

2023-12

2023-10