მეშვიდე კლასში მესამე კომპლექსური დავალების ბარათი წარვადგინე 2022 წლის 16 მაისს, ხოლო პრეზენტაცია ჩატარდა 27 მაისს.
კომპლექსური დავალების მიზანი იყო სამკუთხედების ღრმად შესწავლა - სამკუთხედების ტოლობის ნიშნები, მედიანა, ბისექტრისა და მართობი.
მოსწავლეებს მიღებული ცოდნის გამოყენებით უნდა დაემზადებინათ სამკუთხედების საშუალებით ხიდის მოდელები, გამოეკვლიათ დამზადებული ხიდის სიმყარე და წარმოედგინათ პრეზენტაციაზე.
პრეზენტაციის დღეს წარმოდგენილი იყო მზა 9 მოდელი, ორმა წყვილმა მოსწავლემ მასალა წარმოადგინა და გაკვეთილზე პრეზენტაციის მსვლელობისას დაასრულა ხიდის მოდელი. სულ გამოგვივიდა 11 ხიდის მოდელი.
კლასში 19 მოსწავლეა, მათ შორის სსსმ, მისთვის მქონდა დავალება გამზადებული მაგრამ შეუამხანაგდა მეგობარს და ხიდის მოდელი დაამზადეს.
პრეზენტაციის დღეს არ გამოცხადდა ორი აზერი მოსწავლე - ვეცდები მათ ერთად ან ცალცალკე შეასრულონ დავალება.
მოსწავლეებმა სურვილის მიხედვით დაამზადეს ხიდები, ზოგმა მოსწავლემ მარტომ დაამზადა მოდელი, სხვებმა ორ-ორმა ერთად იმუშავა, ერთ შემთხვევაში სამმა მოსწავლემ.
პრეზენტაციაზე მოსწავლეები ხალისით ჰყვებოდნენ მუშაობის პროცესზე და პასუხობდნებ შეკითხვებს.
მოსწავლეები ბოლოს გადავიდნენ დახმარებაზე და მომუშავე მეგობრებს წაეხმარნენ.
პრეზენტაციამ მშვიდ და სამუშაო ვითარებაში ჩაიარა.
კომპლექსური დავალების ბარათი:
ხიდის მოდელის დამზადება და სიმყარის კვლევა
სხვადასხვა დონის რამდენიმე პრეზენტაცია: