საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ა(ა)იპ "საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული ეროვნული ცენტრის" მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტი - "საჯარო სკოლებში მათემატიკის თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება".
პროექტის მიზანია ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლების საბაზო და საშუალო კლასებში მათემატიკის სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, საჯარო სკოლების საბაზო-საშუალო კლასების მათემატიკის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება, მათი ჩართვა გამოცდილების გაზიარების, საუკეთესო პრაქტიკისა და მიღწეული შედეგების გაანალიზების პროცესში.
მათემატიკის მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენცისა და მათ საჭიროებებზე მორგებული ზოგადი პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა.
სამუშაო შეხვედრები რომელსაც დავესწარი:
მიმდინარე წლის 20 იანვარს ჩატარდა ტრენინგი უფრო სწორად პირველი სამუშაო შეხვედრა ბატონ გია ნოზაძის მოდულის მიხედვით - მათემატიკური აქტივობების გამოყენება სწავლისა და ათვისების შემოწმებისთვის.
სამუშაო შეხვედრა ჩაატარა ქალბატონმა ლია ღუღუნაშვილმა, მან დააანონსა რომ შეხვედრის შემდეგ იქნება ვებინარი რომელსაც წარუძღვება თვითონ ბატონი გია ნოზაძე, გვექნება კიდევ სამი შეხვედრა და ჩაატარებს შეხვედრაზე არჩეული ფასილიტატორი - კერძოდ ორი შეხვედრა და მესამე შეხვედრაზე მივიღებთ შეხვედრაზე აღებული საშინაო დავალებების სწორ პასუხებს.
შეხვედრაზე განხილული იყო ძალიან საინტერესო ამოცანები და მათი ამოხსნის სწორი და საინტერესო მიდგომები, რომელიც პრაქტიკაში განსახორციელებლად ძალიან კარგია, მე პირადად ძალიან მომეწონა.
შეხვედრაზე ავირჩიეთ ფასილიტატორი - მეხუთე საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი მზია გაფრინდაშვილი.
მეორე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ბოლნისის პირველი საჯარო სკოლაში 24.03.2019; ჩაატარა ქალბატონმა მზია გაფრინდაშვილმა.
მეორე შეხვედრაზე განვიხილეთ პირველ შეხვედრაზე მოცემული დავალებები და შემდეგი შეხვედრის მასალა. ამ შეხვედრების მიზანი სავსებით გასაგებია, ძალიან მომწონს პროგრამის გადაცემის მეთოდი, მაგრამ ვფიქრობ სასწავლო სტანდარტი უნდა შეიცვალოს რომ ასეთი სწავლების მეთოდების გამოყენების შესაძლებლობა გვქონდეს არა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ არამედ ყოველი თემის დამუშავებისას ორჯერ მაინც.
მესამე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ბოლნისის პირველი საჯარო სკოლაში 14.04.2019; ჩაატარა ქალბატონმა მზია გაფრინდაშვილმა.
განვიხილეთ მოცემული დავალება, მაგალითად ქალბატონ მზია გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა პრაქტიკაში გამოყენებული და შედეგითაც კმაყოფილი იყო, მოგვცა რეკომენდაციები და უპასუხა ჩვენს ყველა შეკითხვას.
ამის შემდეგ გავარჩიეთ ახალი მასალა სპეციალურად ამ სამუშაო შეხვედრისთვის შექმნილი. იყო დიდი დისკუსია და აზრთა დაცვა. შეხვედრამ მშვიდ და სამუშაო ატმოსფეროში ჩაიარა.
მეოთხე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ბოლნისის მეხუთე საჯარო სკოლაში 19.05.2019; ჩაატარა ქალბატონმა მზია გაფრინდაშვილმა.
შეხვედრაზე გავაანალიზეთ წინა სამი შეხვედრის ამოცანები და დავალებები, შეხვედრაზე დავსახეთ მათი განხორციელების აუცილებლობა და გზები. ორგანიზაცია გავუკეთეთ დაანონსებულ კომფერენციაზე წასვლას.
შეხვედრის შემდეგ ქალბატონმა მზია გაფრინდაშვილმა ჩაატარა ღონისძიება სადაც მოსწავლეები განიხილავდნენ მათემატიკურ ამოცანებს ლექსებით თუ სიმღერებით და თვალსაჩინო იყო თანამედროვე მიდგომების გათვალისწინება.
ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო შეხვედრა.
სურათები გადაღებულია მეოთხე სამუშაო შეხვედრაზე.