2020-02-12



2020 წლის 12 თებერვალს მეთერთმეტე კლასში ჩავატარე სტანდარტული გაკვეთილი თემაზე: „ვექტორების გამოყენების მაგალითები“.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებმა უშეცდომოდ აწარმოონ ოპერაციები ვექტორებზე მათი კოორდინატების დახმარებით, სწორად მოახდინონ მათი გამოყენება პრაქტიკული ამოცანის ამოხსნისას, ასევე უშეცდომოდ გამოიყენონ ისინი გეომეტრიული დებულებების დასამტკიცებლად და ზომების დასადგენად. შედეგები სრულად იქნა მიღწეული, მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილის ბოლოს ჩემს მიერ დაგეგმილი შედეგების რეალიზება.

გაკვეთილის აქტუალურობა გამოიხატება მის პრაქტიკულობაში, გამოიყენება ცხოვრებისეული სიტუაციებიდან გამომდინარე პრობლემების გადაჭრის დროს.

მინდა გამოვყო რამდენიმე ძლიერი მხარე ჩემი გაკვეთილიდან: გაკვეთილი საკმაოდ აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო ჩემს მიერ დაგეგმილმა აქტივობებმა. მოსწავლეები განსაკუთრებით საქმიანად ჩაერთნენ მეოთხე აქტივობაში, მოეწონათ ვექტორის კოორდინატების დადგენა და მათი დახმარებით სხვა მონაცემების მოძიება. გონივრულად მქონდა შერჩეული აქტივობების ორგანიზების ფორმები, მეთოდები და დრო, პრეზენტაციების წარდგენაც იყოს საუკეთესო.

მე გაკვეთილს წარვმართავდი გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, მნიშვნელოვანი გადახვევა-მოდიფიცირება არ დამჭირვებია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გაკვეთილის შედეგები

შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს.

გაკვეთილის მსვლელობისას გარკვეული ხარვეზი არ გამოიკვეთა, დროშიც ზუსტად ჩავეტიეთ, მაგრამ უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო.

სხვა დროს რომ ჩავატარო მსგავსი გაკვეთილი, ცხადია, გავითვალისწინებ ამ გაკვეთილის გამოცდილებას და გაკვეთილის ჩატარების დროს შევძლებ ყველანაირი წვრილმანის ისე გათვალისწინებას, რომ უკმარისობის გრძნობა არ დამრჩეს.


გაკვეთილის გეგმა






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 1

არქივი

2024-01

2023-12

2023-10