სერია - გაკვეთილის გეგმა - ისტ-ის გამოყენება მათემატიკაში.
საგანი: მათემატიკა კლასი: XI
მასწავლებელი: მარინე ღვედაშვილი
დრო: 45 წუთი.
ვექტორების გამოყენების მაგალითები
მოსწავლეთა პროფილი: 14, სსსმ არ არის
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს ყოველ ჯერზე უშეცდომოდ აწარმოოს ოპერაციები ვექტორებზე მათი კოორდინატების დახმარებით, სწორად მოახდინოს მათი გამოყენება პრაქტიკული ამოცანის ამოხსნისას, ასევე უშეცდომოდ გამოიყენოს ისინი გეომეტრიული დებულებების დასამტკიცებლად და ზომების დასადგენად.
ხელს უწყობს შემდეგი უნარების განვითარებას:
- კრიტიკული აზროვნების;
- მსჯელობა-დასაბუთების უნარის;
- მათემატიკურ-ლოგიკური ინტელექტის;
- სოციალური უნარ-ჩვევების;
- კომუნიკაციის;
- თანამშრომლობის;
- შემოქმედებითობის;
- თანამშრომლობის;
- საკუთარი აზრის გამოთქმის;
- პრობლემის გადაჭრის.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მათ.XI.8. მოსწავლეს შეუძლია ვექტორებზე ოპერაციების შესრულება და მათი გამოყენება გეომეტრიული და საბუნებისმეტყველო პრობლემების გადაჭრისას
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ახდენს ვექტორის სიგრძისა და მიმართულების, ვექტორებზე მოქმედებების (შეკრება, სკალარზე გამრავლება, სკალარული ნამრავლი) და მათი თვისებების გეომეტრიულ და ფიზიკურ ინტერპრეტაციას;
- იყენებს ვექტორებს გეომეტრიული დებულებების დასამტკიცებლად და ზომების დასადგენად სიბრტყეზე;
- იყენებს კოორდინატებს ვექტორებისა და ვექტორებზე ოპერაციების გამოსახვისას.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
იციან წრფისა და სიბრტყის მართობულობის ნიშანი, ასრულებენ ვექტორების შეკრება გამოკლებას, რიცხვზე გამრავლებას მათი კოორდინატების დახმარებით, ითვლიან ვექტორების სკალარულ ნამრავლს და ვექტორის სიგრძეს.
შეფასება და თვითშეფასება:
განმავითარებელი;
განმსაზღვრელი - შეფასების რუბრიკა (დანართი 1).
სასწავლო მასალა და რესურსები:
ცარცი, დაფა, კალამი, რვეული, ფანქარი, სახაზავი, სახელმძღვანელო, სამუშაო ფურცლები, ფლიპჩატი, ფლომასტერები, პოსტერები, შეფასების რუბრიკა.
აქტივობა №1 მოსწავლეთა დასწრება, საშინაო დავალების შემოწმება, წინარე ცოდნის გააქტიურება, ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 5 წუთი
აქტივობის მიზანი:
სიის ამოკითხვა.
საშინაო დავალების შემოწმება.
წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის აღწერა:
ვამოწმებ მოსწავლეთა დასწრებას.
საშინაო დავალებას შევამოწმებ შემოვლით და პასუხების გადამოწმებით, არასწორი პასუხის შემთხვევაში განვიხილავთ ამოცანას დაფაზე და ეს წინარე ცოდნის გააქტიურებაც იქნება.
ფრონტალური კითხვებით მოვახდენ წინარე ცოდნის გააქტიურებას.
აქტივობა №2 ჯგუფებში დავალების გადანაწილება, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 2 წუთი
აქტივობის მიზანი:
ჯგუფებად ორგანიზება.
აქტივობის აღწერა:
ჯგუფები წინასწარ არის შექმნილი დროის დაზოგვის მიზნით, სულ 3 ჯგუფი, ჯგუფებში მონაწილე მოსწავლეები შერჩეულია შერეული დონეენის მიხედვით, ჯგუფში 5 მოსწავლე, მესამე ჯგუფში ოთხი მოსწავლე რჩება და მე შევასრულებ დროის აღმრიცხველის ფუნქციას.
ჯგუფში გათვლილია მოსწავლეები: ლიდერი, ამოცანის ამოხსნის ჩამწერი, პრეზენტაციის ჩამწერი, პრეზენტაციის წარმდგენი და დროის აღმრიცხველი.
აქტივობა №3 ამოცანის გაცნობა, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 5 წუთი
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებისთვის ამოცანის წარდგენა და მინი ლექცია საკითხის აქტუალურ მხარეზე.
აქტივობის აღწერა:
ჯგუფებს ინდივიდუალურად გადაეცემათ დავალება ამოცანის სახით და მოხდება მოკლე მიმოხილვა ვექტორების გამოყენების შესახებ.
მოსწავლეები გაეცნობიან შეფასების რუბრიკას.
მზადყოფნას გამოთქვავენ მუშაობის დასაწყებად.
აქტივობა №4 ჯგუფური მუშაობა, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 20 წუთი
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები ჯგუფებში მუშაობენ.
აქტივობის აღწერა:
ჯგუფებს გადაეცათ სახელმძღვანელო - გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, ლამარა ქურჩიშვილი, გვ. 211 - ამოცანა 17 განსხვავებული მონაცემებით.
მე დავდივარ რიგებში და ვამოწმებ მათი მუშაობის მიმდინარეობას, საჭიროების შემთხვევაში კითხვებით ვახვედრებ როგორ უნდა გაასწორონ დაშვებული შეცდომა, ან გააგრძელონ შეჩერებული მუშაობა.
დავალების შესრულების შემდეგ აკეთებენ ამოცანის პრეზენტაციას.
აქტივობა №5 პრეზენტაციების წარმოდგენა ჯგუფების მიერ, ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 9 წუთი
აქტივობის მიზანი:
შეძენილი ცოდნის სხვა ჯგუფებისთვის გაცნობა.
აქტივობის აღწერა:
თითოეული ჯგუფის წარმდგენი წარადგენს პრეზენტაციას და იცავს ჯგუფის მოსაზრებას.
სხვა ჯგუფის წევრები უსვავენ კითხვებს.
თითო ჯგუფი გამოიყენებს 3 წთ-ს.
აქტივობა №6 - საშინაო დავალება, განმავითარებელი/განმსაზღვრელი შეფასება, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 4 წუთი
აქტივობის მიზანი:
მიღებული ცოდნის შეფასება.
საშინაო დავალება.
აქტივობის აღწერა:
ვაჯამებ რა გაკვეთილს, თითოეულ ჯგუფს ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას, ვაფასებ მათ წარმოდგენილ პრეზენტაციებს, ვაანალიზებ მათ შეცდომებს და წარმატებებს.
ვაკეთებ ჯგუფების განმსაზღვრელ შეფასებას. კრიტერიუმები მოცემულია ქვემოთ.
ვაძლევ საშინაო დავალებას სახელმძღვანელო - გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, ლამარა ქურჩიშვილი, გვ. 211 – 16 ამოცანა ამოსახსნელად.
დანართი 1

გაკვეთილი ჩატარდა 10.02.2020 წელი - გაკვეთილის ამსახველი ფოტო მასალა და რეფლექსია