2020 წლის 17 თებერვალს ჩემს კოლეგას, ჩემს ტუტორს - ნინა კოდიაშვილს დავესტარი რიგით გაკვეთილზე მეექვსე კლასში.
მასწავლებელმა შეამოწმა საშინაო დავალება ვის ჰქონდა, დავალების სისწორე პასუხების შემოწმებით.
აღმოჩნდა, რომ დავალება ყველას ჰქონდა და პასუხებიც დაემთხვა.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს წილადებზე და ათწილადებზე მრავალმოქმედებიანი მაგალითები ამოეხსნათ, თანამიმდევრულად შეესრულებინათ მოქმედებები, ათწილადებსა და წილადებს შორის კავშირი დაემყარებინათ და საჭიროების მიხედვით მოეხერხებინათ ერთი ფორმიდან მეორეში გადაყვანა და პირიქით.
მასწავლებლის დავალებით მოსწავლეებმა სახელმძღვანელოში - ნანა ჯაფარიძე, ნანი წულაია, მაია წილოსანი, არსებულ შემაჯამებელი ტესტების ნახევარზე - 5 ტესტზე იმუშავეს ინდივიდუალურად.
მასწავლებელმა სსსმ მოსწავლეს მისცა ცალკე დავალება - ოთხად გაყოფილი წრის ერთი ნაწილი გამოესახა წილადით და ოთხად დაყოფილი მართკუთხედისთვის - 1/4 წილადის შესაბამისი უჯრა დაეშტრიხა. მოსწავლემ ხარვეზებით მოახერხა დავალების შესრულება.
გაკვეთილი მიმდინარეობდა მშვიდ ატმოსფეროში, მოსწავლეებმა მოახერხეს მიზნის სრულად წარმოდგენა - განხორციელება, მასწავლებლის მიზანი სრულად იქნა შესრულებული, მოსწავლეები გავიდნენ შედეგზე. მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას, დროის განაწილებაც იყო ოპტიმალური.
მიუხედავდ იმისა, რომ გაკვეთილი არ იყო წინასწარ დაგეგმილი, ყველანაირი შემზადების გარეშე დავესწარი მასწავლებელს, გაკვეთილმა ვფიქრობ ნორმალურად ჩაიარა.
მასწავლებელმა დავალების მიცემაც მოასწრო დროულად, სახელმძღვანელოდან - ნანა ჯაფარიძე, ნანი წულაია, მაია წილოსანი, არსებული შემაჯამებელი ტესტების მეორე ნახევარი - 5 ტესტი.