სპეციალურად პედაგოგებისთვის შეიქმნა და ვიყენებ ჩემი მოსწავლეებისთვის, საიტი - Tests, რომელიც საშუალებას იძლევა განავითაროს მოსწავლეების საფუძვლიანი სწავლება, სწრაფად და ხარისხიანად განისაზღვროს მოსწავლის ცოდნის დონე.
ყოველი შემაჯამებლისთვის იდება ახალი ტესტები მოსწავლეებისთვის რათა საფუძვლიანად შეძლონ მომზადება. ტესტები არჩეულია სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული პროგრამიდან და შეიცავს ძირითად ცნებებს, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს მომავალში მათი ცოდნის ამაღლებას.
ტესტები ამოწმებს მოსწავლის ინფორმაციული ტექსტის გაგების, გააზრებისა და შინაარსის გამოტანის უნარს. მსგავსი ტიპის აქტივობები უვითარებს მოსწავლეებს კრიტიკულ, ანალიტიკურ და ლოგიკურ აზროვნებას. სწორედ ამიტომ - ამ მიზნით შეიქმნა საიტი.
ასეთი ტიპის საიტზე შესაძლებელია თავმოყრილი იყოს ქართულის, ბიოლოგიის, მათემატიკის, ფიზიკის და ა.შ. ტესტები. საიტი სულაც არ საჭიროებს ინტერნეტს, შესაძლებელია მისი კომპიუტერზე (ან კომპიუტერებზე - რამდენიმე მოსწავლის შემთხვევაში) დაყენება და მოსწავლეების გამოცდა ტესტირების საფუძველზე.
საიტი შესრულებულია მაღალი სტანდარტებით
- საიტი დამზადებულია თანამედროვე MVC ტექნოლოგიის ბაზაზე;
- საიტი დამზადებულია CMS სისტემით, იმართება სამართავი პანელით.