2020-02-17



3.ა. კითხვა - მოსწავლეებს მკაფიოდ და გასაგებად გადავცემ ინფორმაციას; ვეხმარები სასწავლო მასალის ათვისებაში?

(ქულა 4)

მასალის ახსნისას ყურადღებას ვამახვილებ მნიშვნელოვან საკითხებზე/თემებზე, ძირითად იდეებზე, რათა დავეხმარო მოსწავლეებს, უკეთ აღიქვან და დაიმახსოვრონ ინფორმაცია, განვიხილავ განსხვავებულ მოსაზრებებს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეებს თავს არ ვახვევ არც საკუთარ და არც აღიარებულ/ სტერეოტიპულ მოსაზრებებს ახალი ცნებების/ტერმინების ახსნისას მომყავს სხვადასხვა მაგალითები, მოსწავლეებს ვაძლევ საშუალებას, განსხვავებულ კონტექსტში გაიაზრონ ისინი; ვგეგმავ და ვახორციელებ სხვადასხვა საკლასო აქტივობებს ახალი მასალის მიწოდებისა და მიღებული ცოდნის განმტკიცების მიზნით, ვეხმარები მოსწავლეებს არსებული ცოდნის ახალ ცოდნასთან დაკავშირებაში.

მასალის ახსნისას ვიყენებ როგორც შიდა საგნობრივ, ისე საგანთა შორის კავშირებს; ვეხმარები მოსწავლეებს, თავად დააკავშირონ საკითხები ერთმანეთთან.

შედეგად მოსწავლე აკეთებს აღმოჩენას, ახსნას უძებნის მოვლენას, რომელიც აქამდე არ ესმოდა, მოჰყავს სათანადო მაგალითები და მიღებულ ცოდნას იყენებს განსხვავებულ კონტექსტში.

3.ბ. კითხვა - ვიყენებ სხვადასხვა დონის სააზროვნო უნარების განმავითარებელ მრავალფეროვან სტრატეგიებს?

(ქულა 4)

მოსწავლეთა საჭიროებების და თავისებურებების გათვალისწინებით ვიყენებ სწავლების დიფერენცირებულ მიდგომას სასწავლო მიზნიდან გამომდინარე, ვიყენებ სხვადასხვა დონის სააზროვნო უნარების განვითარებაზე მორგებულ შეკითხვებს.

მოსწავლეებს რეგულარულად ვაძლევ საკლასო და საშინაო დავალებებს, რომლებიც ეხმარება მათ ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების უნარების განვითარებაში. ვიყენებ სტრატეგიებს, რომლებიც მოსწავლეებს უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას; ვუბიძგებ მათ, იმსჯელონ ლოგიკურად და არგუმენტირებულად, კრიტიკულად შეაფასონ როგორც სხვების, ისე საკუთარი აზრები და შეხედულებები, გამოიტანონ სათანადო დასკვნები. ვიყენებ სტრატეგიებს, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს, განუვითარდეთ წარმოსახვითი და შემოქმედებითი აზროვნება, აგრეთვე ეხმარება მოსწავლეებს შეძენილი ცოდნის განსხვავებულ სიტუაციებში გამოყენების უნარის განვითარებაში.

მოსწავლეები თავად აწყობენ დისკუსიას; ისინი მსჯელობენ არგუმენტირებულად და აღწევენ მიზანს - აჯამებენ საკითხს, გამოაქვთ დასკვნები.





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 7

არქივი

2023-07

2023-05

2023-04