2020-02-17



4.ა. კითხვა - მოსწავლეთა შეფასების მიზნით ვქმნი და ვიყენებ შესაბამის ინსტრუმენტებს?

(ქულა 4)

მოსწავლეს ვაცნობ/ან ვრთავ შეფასების ინსტრუმენტების (კრიტერიუმებისა და რუბრიკების) შემუშავების პროცესში; ვუხსნი, თუ რას ნიშნავს ხარისხიანი ნამუშევარი. შედეგად მოსწავლე ზედმიწევნით კარგად იცნობს შეფასების ინსტრუმენტებს.

ეროვნული მიზნებისა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გათვალისწინებით ვირჩევ შეფასების შესაბამის სტრატეგიებს სსსმ მოსწავლის პროგრესის შესაფასებლად.

მოსწავლეები შეფასების ინსტრუმენტებზე დაყრდნობით თავად აფასებენ შესრულებულ სამუშაოს და ცდილობენ მის სრულყოფას.

4.ბ. კითხვა - მოსწავლეთა წარმატების უზრუნველსაყოფად და მათი მიღწევების შესაფასებლად ვიყენებ მრავალფეროვან სტრატეგიებს; მოსწავლეებს რეგულარულად ვაწვდი უკუკავშირს?

(ქულა 4)

სწავლის პროცესში გამოვყოფ მნიშვნელოვან ეტაპებს, განვსაზღვრავ თითოეულ ეტაპზე მისაღწევ შედეგებს და მიზნის შესაბამისად ვარჩევ შეფასების ფორმებსა და მეთოდებს. მოსწავლეებს ვეხმარები გაიაზრონ, რას ველი მათგან და ვთავაზობ გზებს ამ მიზნების მისაღწევად.

მოსწავლეებს ვეხმარები სწავლის პროცესის დაგეგმვის, მასზე დაკვირვების და თვითშეფასების უნარების განვითარებაში.

მოსწავლეებს ვაძლევ საშინაო დავალებებს, რომლებიც დამოუკიდებელი სწავლისა და მიღწეული შედეგის შეფასების გზით ეხმარება მათ სწავლის პროცესის დახვეწაში.

შემაჯამებელი შეფასება ზედმიწევნით შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის სასწავლო მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს.

ვაანალიზებ შემაჯამებელი სამუშაოს შედეგებს და მოსწავლეთა სუსტი მხარეების გასაუმჯობესებლად ვგეგმავ შესაბამის აქტივობებს. ვიცი და ვიყენებ განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა სტრატეგიებს.

მუდმივად ვაკვირდები მოსწავლეთა სწავლის პროცესს, ვაფასებ მათ წინსვლას და ვაწვდი უკუკავშირს.

მოსწავლე მასწავლებლის უკუკავშირს იყენებს საკუთარ პროგრესზე დაკვირვებისა და სწავლის შედეგების გაუმჯობესების მიზნით.





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 7

არქივი

2023-07

2023-05

2023-04