მილენიუმის პირველი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ბოლნისის პირველ საჯარო სკოლაში - 2.12.2017; სამუშაო შეხვედრა ჩაატარა ქალბატონმა ნანი შევარდნაძემ.
სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ პირველი ტრენინგის შემდგომი დავალებები. განვიხილეთ მათ შორის ჩემი დავალება, რომელიც ეხებოდა პრობლემას სკოლაში - წილადები და ათწილადები. მე უკვე დაწყებული მქონდა პროექტის განხორციელება და ყველასთვის აღმოჩნდა საინტერესო რადგან ჯერ კვლევა ჩავატარე და შემდეგ განვახორციელე რომ შემედარებინა მათი საკუთარი ცოდნის აღქმა სინამდვილესთან.
მოვისმინე კოლეგების მიერ გამოთქმული შენიშვნები.
ავირჩიეთ ფასილიტატორი შემდეგი შეხვედრებისთვის, ამირჩიეს მე.
მეორე სამუშაო შეხვედრა ჩავატარე მე რატევნის საჯარო სკოლაში - 23.12.2017
მეორე შეხვედრის შემდეგ შეიცვალა სამუშაო შეხვედრების შესახებ ინფორმაცია და დაევალათ სკოლის ფასილიტატორებს სკოლებში ჩაეტარებინათ შეხვედრები, ჩვენმა სკოლამ არ მიიღო ინფორმაცია ამიტომ ბოლნისის მესამე საჯარო სკოლაში დავესწარი მესამე და მეოთხე სამუშაო შეხვედრას.
მესამე სამუშაო შეხვედრა-ს დავესწარი ბოლნისის მესამე საჯარო სკოლაში - 16.03.2018; ჩაატარა ქალბატონმა დალი სოხაძემ.
ამ სამუშაო შეხვედრაზე იყო მონიტორინგი.
შეხვედრამ ჩაიარა მშვიდ და სამუშაო ვითარებაში, განვიხილეთ მეორე ტრენინგისთვის დაწერილი გაკვეთილის გეგმები, გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები და დაისვა ბევრი საკითხი გაკვეთილის გეგმასთან დაკავშირებით - გაეცა ამომწურავი პასუხები ურთიერთ თანამშრომლობით.
მეოთხე სამუშაო შეხვედრა-ს დავესწარი ბოლნისის მესამე საჯარო სკოლაში - 2.04.2018; ჩაატარა ქალბატონმა დალი სოხაძემ.
სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ თუ როგორ განვახორციელეთ მეორე ტრენინგისთვის დაწერილილი გაკვეთილის გეგმები. დაისვა კითხვები, ასევე შენიშვნები იქნა მიღებული.
შემდეგ მესამე ტრენინგის წინასატრენინგო მასალა განვიხილეთ.
რიგით მეხუთე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა რატევნის საჯარო სკოლაში - 18.05.2018; ჩაატარა ქალბატონმა მარინა მიშელაძემ.
ვინაიდან ჩვენი სკოლიდან მარტო მე გავდიოდი მილენიუმის ტრენინგებს, განვიხილეთ ჩემი ტრენინგის შემდგომი დავალება, გვესწრებოდა უკვე წინა წელს ტრენინგ გავლილი პედაგოგები და ჩემი სკოლის პედაგოგებთან განვიხილეთ ყველა ჩემი შესრულებული დავალება. მივიღე შენიშვნები.
მეექვსე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა რატევნის საჯარო სკოლაში - 31.05.2018; ჩაატარა ქალბატონმა მარინა მიშელაძემ.
განვიხილეთ ჩემი სხვა აქტივობები, მივიღე შენიშვნები და რეკომენდაციები.
გავარჩიეთ საგნობრივი ტრენინგის წინასატრენინგო დავალება.
მეშვიდე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა რატევნის საჯარო სკოლაში - 23.10.2018; ჩაატარა ქალბატონმა ნინა კოდიაშვილმა.
გავარჩიეთ ჩემი საგნობრივი ტრენინგის შემდგომი დავალება - პრობლემაზე ორიენტირებულ გაკვეთილის გეგმა, რომელიც უკვე განხორციელებული მქონდა მერვე კლასში.
და რადგან მე ახალი ვარ სკოლაში პრაქტიკის მიზნით დამევალა კიდევ ერთი გაკვეთილის ჩატარება მერვე სამუშაო შეხვედრამდე.
მერვე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა რატევნის საჯარო სკოლაში - 22.11.2018; ჩაატარა ქალბატონმა ნინა კოდიაშვილმა.
მერვე სამუშაო შეხვედრა-ზე განვიხილეთ ჩემი გაკვეთილის გეგმა, რომელიც უკვე ჩავატარე და მესწრებოდა ჩემი კოლეგა ნინა კოდიაშვილი. გაკვეთილი ტექნიკური ხარვეზებით დაიწყო, მაგრამ მთლიანობაში კარგი გამოვიდა. მივიღე დამსწრე პედაგოგებისგან შენიშვნები და რეკომენდაციები.