ორშაბათიდან, 25 მაისიდან ტესტირების საიტზე იმუშავებს შემაჯამებელი წერის განყოფილება, სადაც მოსწავლეები შემაჯამებელი მოსამზადებელი ტესტებით მოემზადებიან და შემდეგ შეასრულებენ შემაჯამებელი წერის დავალებას დისტანციურად - ონლაინ რეჟიმში.
მოსწავლეებს შემაჯამებელი წერის დავალების დაწყებამდე შეუძლიათ ნახონ ზოგადი სახით შეფასების სქემა.
მოსწავლეთა შესაფასებლად ტესტირების საიტს დავამატე ფუნქცია - შემაჯამებელი წერა. კონკრეტულად ავიღე თითო შემაჯამებლის ქულათა ოდენობა 14, 7 - ერთქულიანი, 2 - ორქულიანი და 1 - სამქულიანი დავალება. ერთქულიანი დავალებები არის დახურულკითხვებიანი - შემოსახაზი პასუხებით, ხოლო ორ და სამქულიანი ღიაკითხვებით, რაც ნიშნავს რომ მოსწავლემ სრულად უნდა ჩამოაყალიბოს და ამოხსნას დავალებაში მოცემული ამოცანა - შესაბამისად ორ და სამქულიან ამოცანებში დაიწერება სრული ან ნაწილობრივი ქულები მოსწავლეთა - ნამუშევრის მიხედვით.
ღიაკითხვებიან ამოცანებში ჩართულია რედაქტორი - ვორდის დოკუმენტის მსგავსი, თუ მოსწავლე ვერ შესძლებს მაგალითად ნახაზის აგებას ან სხვა მათემატიკური გამოსახულების შედგენას, შეუძლია იმუშაოს რვეულში, გადაუღოს სურათი და ჩასვას ტექსტში სასურველ ადგილზე.
ერთქულიანი დავალებების შესწორება პროგრამულად ხდება, ხოლო ღიაკითხვებიანი დავალების გასწორდება ჩემი ჩარევით, დაიწერება შესაბამისი ქულა და განმავითარებელი შეფასება. დაჯამება და ქულის გამოყვანა ავტომატურად პროგრამით სრულდება, იწერება სრული ნამუშევრის შესაბამისი ნიშანი.
მინდა ავღნიშნო რომ დისტანციურმა სწავლებამ ნორმალურად ჩაიარა. მოსწავლეთა დაინტერესების და მომზადების დონე დიდად არ გამოირჩევა ჩვეულებრივი სწავლის პროცესისგან, თუ არ ჩავთვლით რომ ზოგიერთ მოსწავლეს წვდომა არ აქვს ინტერნეტთან.