მოკლედ ჩემს შესახებ - CV
მიმდინარე სასწავლო წლის გაზაფხულის არდადეგების შემდეგ, მომცეს მეორე, მესამე და მეოთხე კლასებში კვირაში თითო საათი - კომპიუტერული ტექნოლოგიები. ეს დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის, ვინაიდან მათემატიკას ვასწავლი მაღალ კლასებში და დაწყებითების დაბალ კლასებში გაკვეთილების ჩატარების გამოცდილება არ მაქვს.
დასაწყისშივე მინდა ავღნიშნო რომ სკოლაში არსებობს კომპიუტერული ლაბორატორია - მაგრამ არც ერთი კომპიუტერი არ მუშაობს, ინტერნეტი გვაქვს საკაბელო მხოლოდ ლაბორატორიაში.
ჩატარებული მაქვს მხოლოდ 7 გაკვეთილი თითოეულ კლასში.
მეოთხე კლასში ჩატარებული გაკვეთილების მოკლე ანალიზი:
პირველ გაკვეთილს როგორც ცნობილია ყოველთვის გაცნობითი ხასიათი აქვს. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა, თუმცა მოკლედ ვისაუბრეთ კომპიუტერული ტექნოლოგიების შესახებ და გავარკვიე - პირველი, მათი ბუკების ნახევარი გამოსულია მწყობრიდან და მეორე, სკოლაშიც როგორც ზემოთ ავღნიშნე არ გვაქვს შესაძლებლობა მოსწავლეების სწავლების.
პირველ გაკვეთილზე მოსწავლეებს ვესაუბრე ინფორმაციის შესახებ, კერძოდ პირობითი ნიშნებით ინფორმაციის გადაცემის შესახებ. მოსწავლეებმა შეასრულეს დავალება - პირობითი ნიშნების გამოყენებით დაწერეს თავიანთი სახელები.
ჩემი საკუთარი ნოუთბუკი წავიღე სკოლაში, ლაბორატორიაში მივაერთე ინტერნეტს და გავმართე პროექტორი. მოსწავლეებს მეორე გაკვეთილზე წარვუდგინე მეორე კლასის კომპლექსური დავალება https://school.emis.ge/ დან - პირობითი ნიშნები.
მესამე გაკვეთილზე ვისაუბრეთ და პრეზენტაციის სახით მოსწავლეებს ვაჩვენე პროგრამაში „ვსწავლობთ თამაშით“ - მუშაობა, სურათის შენახვა კომპიუტერში. ზოგადად რა არის ინფორმაცია და რა არის ფაილი, როგორი სახით შეიძლება იყოს ფაილი წარმოდგენილი, მოკლედ ფორმატების შესახებ.
მეოთხე გაკვეთილზე ვისაუბრეთ ინფორმაციის შესახებ, როგორია მისი გადაცემის და შენახვის სახეები და საშუალებები. როგორ ხდებოდა ინფორმაციის გადაცემა და შენახვა ძველად და როგორ ხდება ახლა. მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები.
მეხუთე გაკვეთილზე წარვუდგინე პროექტორის გამოყენებით კომპლექსური დავალება, გავაცანი დავალების შესრულების პირობები და ვისაუბრეთ საჭირო საკითხებზე. კომპლექსური დავალება
მოსწავლეებმა აირჩიეს დავალებები და შესრულების ვადები.
ამის შემდეგ გადავედით დისტანციურ სწავლაზე, ჩავატარეთ ორი კვირის განმავლობაში კვირაში თითო გაკვეთილი ოც წუთიანი. მოსწავლეებმა გამომიგზავნეს ნამუშევრები - მივეცი შენიშვნები. შემდეგ დაიწყო უქმე დღეები და ჯერ გაკვეთილი არ გვქონია, ისევ დისტანციურ სწავლებაზე ვართ.
მოსწავლეების მიერ შესრულებული დავალებები:
დავალება 1 - ანბანი პირობითი ნიშნებით:
დავალება 2 - ინფორმაციის მიღება / გადაცემის საშუალებები:
დავალება 3 - ინფორმაციის გავრცელების სახეები:
ეს დავალება არც ერთმა ბავშვმა არ შეასრულა.
დავალება 4 - ინფორმაცია კომპიუტერში - ფაილი, ფაილის სახეები:
დავალება 5 - ინფორმაციის შენახვა / გადაცემა ძველად და ახლა:
დავალება 6 - „ვსწავლობთ თამაშის“-ით გადმოცემული ინფორმაცია:
შენიშვნა - მინდა ავღნიშნო რომ მოსწავლეებთან მუშაობისთვის ძალიან მცირე დროა 7 გაკვეთილი, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში. ზოგ მოსწავლეს საერთოდ არ აქვს წვდომა კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან, გარდა ამისა ზოგი მოსწავლე სწრაფად აღიქვავს დავალებას და ასრულებს, ზოგი გვიან ხვდება.
კომპლექსური დავალების შესრულების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს - არ დასრულებულა.