აკადემიური კურსი - ოთხთვიანი კურსი მოვნიშნე, დაწყების დრო 17 სექტემბერი, ამიტომ დრო რომ არ დამეკარგა დავგეგმე თებერვალში დამემთავრებინა პრაქტიკული კურსი.
მიუხედავად მცირე დროისა, მოვასწარი დაგეგმილი პრაქტიკურლი ნაწილის სრულად შესრულება, ჩემი დაგეგმილი და შესრულებული აქტივობების ჩამონათვალი:
2020 წლის 24 იანვარს მეცხრე კლასში ჩავატარე დაგეგმილი გაკვეთილი, გამოვიყენე - ჯიგსოუს მეთოდი, თემაზე: „პარალელური გადატანა, მობრუნება“.
2020 წლის 27 იანვარს მეათე კლასში ჩავატარე სტანდარტული გაკვეთილი თემაზე: „ორუცნობიან განტოლებათა/უტოლობათა სისტემები“.
2020 წლის 30 იანვარს მეთერთმეტე კლასში ჩავატარე სტანდარტული გაკვეთილი თემაზე: „უბან-უბან წრფივი ფუნქციები“.
2020 წლის 31 იანვარს მეხუთე კლასში ჩავატარე სტანდარტული გაკვეთილი თემაზე: „მრავალნიშნა რიცხვების გამრავლება“.
2020 წლის 3 თებერვალს მეცხრე კლასში ჩავატარე სტანდარტული გაკვეთილი თემაზე: „რაციონალური და ირაციონალური რიცხვების კლასიფიკაცია“.
2020 წლის 6 თებერვალს მეათე კლასში ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: „დისკრეტული მათემატიკის ელემენტების გამოყენება მეწარმეობაში“.
2020 წლის 10 თებერვალს მეათე კლასში ჩავატარე პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი: „პრობლემის მოგვარება ერთი კონკრეტული ამოცანისთვის“.
2020 წლის 17 თებერვალს მეცხრე კლასში ჩავატარე სტანდარტული გაკვეთილი თემაზე: „კვადრატული უტოლობა“.
2020 წლის 12 თებერვალს მეთერთმეტე კლასში ჩავატარე სტანდარტული გაკვეთილი თემაზე: „ვექტორების გამოყენების მაგალითები“.
2020 წლის 18 თებერვალს მეხუთე კლასში ჩავატარე დაგეგმილი გაკვეთილი, გამოვიყენე - სწავლა - კეთებით, თემაზე: „მართკუთხა პარალელეპიპედის სრული ზედაპირის ფართობი“. მოსწავლეებმა დაითვალეს ფართობი და ააგეს მართკუთხა პარალელეპიპედის მოდელები.
ჩატარებული პროექტები
2020 წლის 28 იანვარს მეცხრე კლასში ჩავატარე სასწავლო პროექტგაკვეთილი თემაზე: „გეომეტრიული გარდაქმენების გამოყენება ხელოვნებაში, არქიტექტურაში“.
2020 წლის 18 თებერვალს მეცხრე კლასმა დაასრულა მუშაობა სოციალურ პროექტზე „გასაფერადებელი ბრტყელი ფიგურები“.
ჩატარებული კვლევა
2020 წლის 5 და 6 თებერვალს ჩავატარე კვლევა, ჩემს კალსებში, თემაზე „ონლაინ რესურსების ჩართულობა მათემატიკის სწავლების პროცესში და მოსწავლეებში თვითრეგულაციის უნარის განვითარება“.
უკუკავშირი
2020 წლის 17 თებერვალს ჩემს კოლეგას, ჩემს ტუტორს - ნინა კოდიაშვილს დავესტარი რიგით გაკვეთილზე მეექვსე კლასში.
ამრიგად პრაქტიკული კურსი - დავამთავრე თებერვლის ბოლოსთვის, ყველა დაგეგმილი აქტივობა გავნახორციელე, გარდა ერთი გრძელვადიანი პროექტისა - ტესტირების საიტზე უნდა დაგვემატებინა „მათემატიკური ცნებები“, რომელიც უნდა დაგვემთავრებინა 15 ივნისისთვის, ვერ მოვასწარით, უფრო სწორად - ვერ მოვახერხეთ მეტის გაკეთება დისტანციური სწავლებისას, ნაწილი განვახორციელეთ, ნაწილი მზად არის საიტზე დასადებად და ნაწილი დასამთავრებელია, მცირე ნაწილი გასაკეთებელია.