2020-02-10



2020 წლის 10 თებერვალს მეათე კლასში ჩავატარე პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი: „პრობლემის მოგვარება ერთი კონკრეტული ამოცანისთვის“.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ კომპანია აპირებს ხილის ყუთების დამზადებას და დაფასოებული ხილის გაყიდვას, საჭიროა ისეთი მუყაოს ყუთის დამზადება, რომ ოპტიმალური ზომებით მივიღოთ ყუთის დიდი მოცულობა.

ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ მიზნები მიღწეულია. ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს მოეხდინათ სივრცული ფიგურის - ყუთის მოცულობის გამოთვლა სხვადასხვა შემთხვევისთვის, კერძოდ ერთი მონაცემის ცვლილებით მიეღოთ ყუთის უდიდესი მოცულობა, შედეგები სრულად იქნა მიღწეული. მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილის ბოლოს ჩემ მიერ დაგეგმილი შედეგების რეალიზება.

მინდა გამოვყო რამდენიმე ძლიერი მხარე ჩემი გაკვეთილიდან: გაკვეთილი საკმაოდ აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო ჩემს მიერ დაგეგმილმა აქტივობებმა. მოსწავლეები განსაკუთრებით საქმიანად ჩაერთნენ მეხუთე აქტივობაში, მოეწონათ მოცულობის გამოთვლის შემთხვევები და მათი შედარება. გონივრულად მქონდა შერჩეული აქტივობების ორგანიზების ფორმები, მეთოდები და დრო, პრეზენტაციების წარდგენაც იყოს საუკეთესო.

მე გაკვეთილს წარვმართავდი გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, მნიშვნელოვანი გადახვევა-მოდიფიცირება არ დამჭირვებია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს.

გაკვეთილის მსვლელობისას გარკვეული ხარვეზიც გამოიკვეთა, დავალება ზარის დარეკვის შემდეგ მივეცი მოსწავლეებს.

სხვა დროს რომ ჩავატარო მსგავსი გაკვეთილი, ცხადია, გავითვალისწინებ ამ გაკვეთილის გამოცდილებას და გაკვეთილის ჩატარების აქტივობებში გავითვალისწინებ დროის ფაქტორს უფრო ეფექტურად.


გაკვეთილის გეგმა






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 7

არქივი

2023-07

2023-05

2023-04