2022-03-10



დამთავრდა მათემატიკის კათედრაზე კვლევა / დაკვირვება / ანკეტირება - როგორ ვისწავლოთ მათემატიკა. კვლევის მიზანი იყო მოსწავლეთა სწავლების დონის განვითარება / გაუმჯობესება მათემატიკისში.

გამოკითხვა დავიწყეთ მიმდინარე სასწავლო წლის 20 იანვარს და მალევე დავამთავრეთ ყველა კლასში, გარდა მეხუთე კლასისა, ვინაიდან ამ სემესტრიდან დაიწყო მათთან ნიშნების წერა - ვიფიქრე შემაჯამებელი წერაც ჩამეტარებინა და ისე მიმიწოდებინა მოსწავლეებისთვისაც და მშობლებისთვისაც კითხვარი.

V, VII და XI კლასის - ჩემი მოსწავლეების გამოკითხვის შედეგები (45 მოსწავლე)

VI, VIII, IX და X კლასის - ნინოს მოსწავლეების გამოკითხვის შედეგები (37 მოსწავლე)

V-VIII კლასის მოსწავლეების მშობლების გამოკითხვის შედეგები (37 მშობელი)

მოსწავლეების V-XI კლასების გაერთიანებული გამოკითხვის შედეგები (79 მოსწავლე):

  1. მათემატიკის დავალების შესრულების დროს
    1. არ შეგიძლია დავალების შესრულება - 0
    2. დახმარების გარეშე ვერ ასრულებ დავალებას - 7
    3. საჭიროებ მცირე დახმარებას - 45
    4. არ საჭიროებ დახმარებას, ასრულებ დამოუკიდებლად - 28
  2. რა დროს ანდომებ საშინაო დავალების შესრულებას?
    1. 15 წუთამდე - 5
    2. ნახევარ საათამდე - 21
    3. ერთ საათამდე - 13
    4. არ ვიცი - 42
  3. რა ზომებს მიმართავ თუ ვერ ასრულებ საშიანაო დავალებას?
    1. ვეკითხები მეგობარს - 19
    2. მივმართავ მშობელს - 25
    3. მივმართავ ოლაინ რესურსს - 13
    4. მივმართავ მასწავლებელს - 23
  4. გაუგებარი საკითხის ახსნას მასწავლებელი თქვენთვის ყოველთვის ახერხებს?
    1. ყოველთვის - 62
    2. უმეტესად - 16
    3. იშვიათად - 3
    4. არასოდეს - 0
  5. დავალების შესრულებისას თუ არ გახსოვთ წინა წელს ნასწავლი მასალა, რა მეთოდს გამოიყენებთ მის გახსენებაში?
    1. მეგობარს სთხოვ სახელმძღვანელოს - 12
    2. ონლაინში მოძებნი ინფორმაციას საინტერესო საკითხთან დაკავშირებით - 26
    3. შეეკითხებით მასწავლებელს - 38
    4. არ შეასრულებ დავალებას - 3
  6. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ონლაინ რესურსი დაგეხმარება მათემატიკის შესწავლაში ან დავალების შესრულებაში?
    1. ყოველთვის - 20
    2. იშვიათად - 34
    3. არასოდეს - 8
    4. არ ვიცი - 18
  7. როგორ ფიქრობთ საჭიროა თუ არა საშინაო დავალება მათემატიკის უკეთ შესწავლისთვის?
    1. დიახ - 74
    2. არა - 1
    3. არ ვიცი - 1
    4. მიჭირს პასუხის გაცემა - 5
  8. ბოლო ორი წლის განმავლობაში შემაჯამებელი წერები ჩავატარეთ ონლაინ რესურსით, უფრო საინტერესოა:
    1. კლასში შესრულებული დავალება - 56
    2. ონლაინ რესურსით შესრულებული დავალება - 9
    3. სულ ერთია - 9
    4. არ ვიცი - 6
  9. რამდენად საჭიროდ თვლით მათემატიკის ცოდნას თქვენს ცხოვრებაში?
    1. მათემატიკა საჭიროა ყველა სფეროში - 58
    2. საჭიროა საყოფაცხოვრებო დონეზე - 17
    3. არ ვთვლი საჭიროდ - 1
    4. არ ვიცი - 5
  10. გსურთ თუ არა მათემატიკა იცოდეთ ძალიან კარგად?
    1. მსურს, მიყვარს მათემატიკა - 45
    2. მსურს, მაგრამ წინა მასალა არ ვიცი - 23
    3. არ მაინტერესებს მათემატიკა - 3
    4. არ ვიცი - 9

ამრიგად გამოკვლევის შედეგები განვიხილეთ კათედრის სხდომაზე და ბევრი საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინეთ:

  1. მოსწავლეების 91% -ს თურმე დამოუკიდებლად, ან მცირე დახმარებით შეუძლიათ დავალების შესრულება;
  2. მოსწავლეების 52% -მა არ იცის რამდენ დროს ანდომებს მათემატიკაში დავალების შესრულებას;
  3. მოსწავლეების 48% თვლის რომ მასწავლებელს შეეკითხება გაუგებარ საკითხს;
  4. მოსწავლეების აზრით 62% შემთხვევაში მასწავლებელი ახერხებს გაუგებარი საკითხის ახსნას;
  5. მოსწავლეების 92% თვლის რომ აუცილებელია საშინაო დავალების შესრულება;
  6. მოსწავლეების 70% თვლის რომ კლასში შესრულებული შემაჯამებელი დავალება უკეთესია;
  7. მოსწავლეების 72% თვლის რომ აუცილებელია მათემატიკის სწავლა;
  8. მოსწავლეების 56% -ს უყვარს მათემატიკა და სურს სწავლა.

გამოკითხვა ჩატარდა მოსწავლეთა და მშობელთა ვინაობის დაფიქსირების გარეშე. ვფიქრობ გამოკითხვა ასახავს რეალურ შედეგს და თუ ეს ასეა მაშინ გამოკითხვიდან გამომდინარე არც ისე ცუდი მდგომარეობა გვქონია, გამოდის რომ მოსწავლეების 91% -თან მუშაობა შეიძლება, მაგრამ რატომ მგონია რომ ეს ასე არ არის? ალბათ იმიტომ რომ ყველა მოსწავლემ არ მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში?





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 7

არქივი

2023-07

2023-05

2023-04