2017 წლის 25 იანვარს დავასრულე მუშაობა საიტზე - მათემატიკის შემაჯამებელი წერის მოსამზადებელი ტესტირება - კერძოდ შევქმენი პროექტი, შევიმუშავე პროგრმული უზრუნველყოფა და მოვამზადე ონლაინ პლატფორმა მოსწავლეებისთვის (სრულად შეესაბამება მათემატიკის სტანდარტს).
შექმნილი პროექტით ვიმუშავეთ 2 წელი და ვიფიქრე, რომ საჭირო იყო საიტის განახლება, ამისთვის გამოვიყენე 2018 - 2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები და შევიმუშავე საიტზე ტესტის განლაგების ახალი სტრუქტურა - ვფიქრობ უფრო მოსახერხებელი. განახლებული საიტი
გარდა საიტის განახლებისა დავამატე ახალი ფუნქცია მეთორმეტე კლასელებისთვის - გამოცდა cat (შევიმუშავე, მაგრამ გამოცდა გაუქმდა გაზაფხულზე).
გამოცდა cat - არის ტესტების ნაკრები (სრულად შეესაბამება მათემატიკის სტანდარტს), სადაც განთავსებულია 3, 2 და 1 ქულიანი 186 დავალება. შემთხვევითი ამორჩევის პრინციპით ირჩევა თითოეულიდან 11 ტესტი და ხდება შეთავაზება მოსწავლეებისთვის ზემოთ მოცემული ქულების შესაბამისი თანამიმდევრობით. თუ მოსწავლე გადალახავს დასაგროვებელი ქულების 55%-ს შეწყდება ტესტირება და მოსწავლეს ეძლევა ინფორმაცია წარმატებული მუშაობის შესახებ, მაგრამ თუ ყველა 33 ტესტი გაიარა და ვერ გადალახა ზღვარი, მაშინ მოსწავლეს აქვს ინფორმაცია მისი მარცხის შესახებ და შეუძლია თავიდან შეეცადოს.
ვფიქრობ მოსწავლეებისთვის უფრო კომფორტული და ცოდნის გაღრმავების მიმცემი იქნება საიტის ცვლილება.
შედეგად შემაჯამებელი დავალების წინ მოსწავლეები მუშაობენ საიტზე განთავსებულ შემაჯამებელი დავალებების მსგავს ამოცანებზე და რომელიმეს ვერ ამოხსნის შემთხვევაში გაკვეთილზე ვარჩევთ მას. ეს პროცესი მიმდინარეობს დღემდე.
2020 წლის გაზაფხულზე პანდემიის დროს დისტანციური სწავლებისას ინტენსიურად ვიყენებდი საკუთარ რესურსს, შემაჯამებელი წერის სავარჯიშო ტესტები გადავაპროგრამე და შემაჯამებელი წერის სრტუქტურა შევიმუშავე. პრინციპი მდგომარეობს შემდეგში, სავარჯიშო ტესტებიდან შემთხვევითი არჩევის მეთოდით იღებს პროგრამა 7 ერთქულიან 2 ორქულიან და 1 სამქულიან დავალებას და შესთავაზებს მოსწავლეს - ამგვარად ყველა მოსწავლეს თითქმის განსხვავებული სავარჯიშოები მიეწოდება.
2020 - 2021 სასწავლო წლის 30 ოქტომბრიდან ისევ მოგვიწია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა და შესაბამისად ეფექტურად ვიყენებ საკუთარ სასწავლო რესურსს. ამჟამად უკვე საიტზე არსებობს 74 შემაჯამებელი ტესტი - რესურსი, სულ 1686 დავალება.
გარდა შემაჯამებელი წერისა, საიტზე დისტანციური სწავლების დროს გაზაფხულზე დავიწყე ყოველდღიური გაკვეთილების გამოქვეყნება პოსტების სახით, აგრეთვე ტელეგაკვეთილების ბმულები დავაფიქსირე მოსწავლეებისთვის რომ მარტივად ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
ყოველდღიური გაკვეთილების პოსტების სახით გამოქვეყნებას აქტიურად ვიყენებ დისტანციური სწავლის პირობებში, საიტზე დევს 326 გაკვეთილი პოსტის სახით.
2019-2020 სასწავლო წლის იანვარში დავიწყეთ პროექტი - საიტის შევსება მათემატიკური ცნებებით (სრულად შეესაბამება მათემატიკის სტანდარტს), თუმცა 2020 წლის გაზაფხულზე პანდემიის გამო გადავედით დისტანციურ სწავლებაზე, რაც ჩემთვისაც და მოსწავლეებისთვისაც დიდი გამოწვევა იყო, ამიტომ შერჩეულ ვადებში მხოლოდ სამუშაოს რაღაც ნაწილი შევასრულეთ.
მომდევნო სასწავლო წლის დასაწყისიდანვე შევუდექით პროექტზე მუშაობას და ოქტომბრის ბოლოსთვის მოვასწარით სამუშაოს დასრულება, ცნებები შედგება 84 პოსტისგან.
საიტზე არის ვიდეოების განყოფილება, საჭირო ბმულები, სასწავლო მასალის ასატვირთი და ჩამოსატვირთი გვერდი.
არსებობს მოსწავლეებისთვის განკუთვნილი გვერდები, სადაც ნახულობენ თავიანთ ნამუშევარს დაწვრილებით და შეფასებას, თუმცა დავალების შესრულების შემდეგ უკვე იციან შედეგი.
ამრიგად საიტი თავისი არსებობის პერიოდში - 2017 წლის იანვრიდან დღემდე ინტენსიურად გამოიყენება ფიზიკური, თუ დისტანციური სწავლების დროს - მოსწავლეთა გამოყენების რაოდებობა არის 5589 დღეისთვის.
საკუთარი ონლაინ რესურსი სრულ შესაბამისობაშია მათემატიკის სტანდარტთან, აგრეთვე ესგ-თან:
გ) ტექნოლოგიური თუ სხვაინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.