მეათე კლასში ჩატარდა ჯგუფური მუშაობა სახელმძღვანელოში მოცემულ რიგით შემოთავაზებულ თემაზე - მობრუნებათა კომპოზიცია.
შეიქმნა სამი ჯგუფი, ჯგუფებში გადანაწილებული იყო ფუნქციები: ჯგუფის მენეჯერი, ამოცანის ჩამწერი, ამოცანის ამოხსნაზე პასუხისმგებელი და დროის აღმრიცხველი.
ჯგუფური მუშაობის ამოცანაში იყო მოცემული სამი სხვადასხვა საკითხი: პირველი, მოსწავლეებს უნდა შეემოწმებინათ მობრუნებათა კომპოზიციის შემთხვევა, როცა ორი სხვადასხვა ცენტრის მქონე მობრუნება გვაქვს და ეჩვენებინათ, რომ ასეთი კომპოზიცია არ არის გადაადგილებადი. მეორე და მესამე დავალება ეხებოდა პარაბოლის და წრფის გადაკვეთის წერტილების მოძებნას, სიმეტრიის ღერძის განტოლების შედგენას, მობრუნების / ცენტრულ სიმეტრიის პოვნას.
ჯგუფებმა აირჩიეს თითო დავალება და თანამშრომლობითი მუშაობით მიზანს მიაღწიეს, დავალების შესასრულებლად დრო ჰქონდათ 20 წთ.
დავალება შესრულდა ფურცლებზე. ჩამაბარეს ნაწერები.
საერთო ჯამში ჯგუფებმა მოახერხეს დავალების შესრულება და დაიმსახურეს შემდეგი ქულები:
გუჯა ასანიძე - 9
ლიკა გუნაშვილი - 8
რატი ისიანი - 8
შეფასების კრიტერიუმები
ცუდი(4-5) | საშუალო(6-7) | კარგი(8-9) | ძალიან კარგი(10) |
ჯგუფმა ვერ გაარკვია ამოცანის შინაარსი, ვერ მოახერხა შეთავაზებული დავალების შესრულება. | ჯგუფმა ნაწილობრივ გაარკვია ამოცანის შინაარსი, დაუშვა შეცდომები და შედეგიც იყო არაზუსტი. | ჯგუფმა კარგად დაინახა ამოცანის არსი, დაგეგმა ამოცანის გადაწყვეტის გზები და შედეგი წარმოადგინა. | ჯგუფი ძალიან კარგად ჩასწვდა ამოცანის შინაარსს, სწრაფად დაგეგმა ამოცანის გადაწყვეტის გზები და შედეგიც იყო ძალიან კარგი. |
არსებობს ჯგუფური მუშაობის ამსახველი დოკუმენტაცია.