2020-02-18



2020 წლის 18 თებერვალს მეხუთე კლასში ჩავატარე სტანდარტული გაკვეთილი თემაზე: „მართკუთხა პარალელეპიპედის სრული ზედაპირის ფართობი“.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებმა დაადგინონ მიმართებები ბრტყელ და სივრცულ ფიგურებს შორის და ფიგურის ელემენტებს შორის, მათი გამოყენებით გამოითვალონ მართკუთხა პარალელეპიპედის სრული ზედაპირის ფართობი, ააგონ მოდელი.

სსსმ 1 მიზანი:

მრავალკუთხა ბრტყელი ფიგურის გვერდების გაზომვა და პერიმეტრის პოვნა.

სსსმ 2 მიზანი:

მრავალკუთხა ბრტყელი ფიგურის წვეროების რაოდენობის განსაზღვრა და გვერდების გაზომვა - დაფიქსირება.

მინდა გამოვყო რამდენიმე ძლიერი მხარე ჩემი გაკვეთილიდან: გაკვეთილი საკმაოდ აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო ჩემს მიერ დაგეგმილმა აქტივობებმა. მოსწავლეები განსაკუთრებით საქმიანად ჩაერთნენ დავალების შესრულების მეორე ნაწილში მათ უნდა აეგოთ მართკუთხა პარალელეპიპედის და კუბის მოდელები, მოეწონათ კეთებით სწავლა, ყველამ მოახერხა მოდელის აგება, მათ შორის ერთმა სსსმ მოსწავლემ, მეორემ გეომეტრიული ბრტყელი ფიგურბეი გაზომა და დაჭრა. გონივრულად მქონდა შერჩეული აქტივობების ორგანიზების ფორმები, მეთოდები და დრო.

მე გაკვეთილს წარვმართავდი გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, მნიშვნელოვანი გადახვევა-მოდიფიცირება არ დამჭირვებია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს.

გაკვეთილის მსვლელობისას გარკვეული ხარვეზი არ გამოიკვეთა.

სხვა დროს რომ ჩავატარო მსგავსი გაკვეთილი, ცხადია, გავითვალისწინებ ამ გაკვეთილის გამოცდილებას და გაკვეთილის ჩატარების დროს გავითვალისწინებ დღევანდელ შედეგს, ვეცდები კიდევ უფრო საინტერესო და მხიარული გავხადო გაკვეთილი.


გაკვეთილის გეგმა






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 6

არქივი

2023-07

2023-05

2023-04