2020-02-18



2020 წლის 17 თებერვალს მეცხრე კლასში ჩავატარე სტანდარტული გაკვეთილი თემაზე: „კვადრატული უტოლობა“.

გაკვეთლზე მუშაობდა გეგმით გათვალისწინებული ოთხი ჯგუფი.

გაკვეთილის მიზანი:

  1. პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისათვის ფუნქციის მათემატიკური მოდელის შექმნის უნარ-ჩვევების განვითარება;
  2. კვადრატული ფუნქციის თვისებების გამოყენების უნარის განვითარება კვადრატული უტოლობების ამოხსნისას;
  3. კვადრატული უტოლობის ამოხსნის უნარ - ჩვევა.

სსსმ - გაკვეთილის მიზანი - შესძლებს რიცხვების რაოდენობრივ განსაზღვრას და შედარებას ათის ფარგლებში.

ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ მიზნები სრულად იქნა მიღწეული. მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილის ბოლოს ჩემ მიერ დაგეგმილი შედეგების რეალიზება. მინდა გამოვყო რამდენიმე ძლიერი მხარე ჩემი გაკვეთილიდან: გაკვეთილი საკმაოდ აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო ჩემს მიერ დაგეგმილმა აქტივობებმა. მოსწავლეები განსაკუთრებით საქმიანად ჩაერთნენ მეხუთე აქტივობაში, მოეწონათ კვადრატული უტოლობების ამოხსნის და გრაფიკების აგების პროცესები, კარგი გამოვიდა თანამშრომლობითი მუშაობაც. გონივრულად მქონდა შერჩეული აქტივობების ორგანიზების ფორმები, მეთოდები და დრო, პრეზენტაციების წარდგენაც იყოს საუკეთესო.

მე გაკვეთილს წარვმართავდი გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, მნიშვნელოვანი გადახვევა-მოდიფიცირება არ დამჭირვებია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს.

გაკვეთილის მსვლელობისას გარკვეული ხარვეზი თითქმის არ გამოიკვეთა.

სხვა დროს რომ ჩავატარო მსგავსი გაკვეთილი, ცხადია, გავითვალისწინებ ამ გაკვეთილის გამოცდილებას, გაკვეთილი რაც არ უნდა კარგი გამოვიდეს, ყოველთვის შეიძლება მისი კიდევ გაუმჯობესება.


გაკვეთილის გეგმა






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 7

არქივი

2023-07

2023-05

2023-04