2019-05-25
ამა წლის 25 მაისს გაიმართა - საჯარო სკოლებში მათემატიკის მასწავლებლების თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერების და პროფესიული განვითარებისთვის ჩატარებული სამუშაო შეხვედრების დამთავრებისადმი მიძღვნილი კონფერენცია.
კომნფერენცია ჩატარდა თბილისის პირველ საშუალო სკოლაში.
კონფერენცია იყო კარგად ორგანიზებული და სამუშაო თემებიც მაღალ დონეზე შესრულებული. განსაკუთრებით მომეწონა სექციური მუშაობის დროს ბატონ ზურაბ ვახანიას მიერ განხილული ოთხი სხვადასხვა გაკვეთილის გეგმა (გაკვეთილის ფაზები დროში გაშლილი) და ვფიქრობ საჭიროა არჩევანის გაკეთება ყოველი თემის დასასრულს გაკვეთილის დაგეგმისას რომელი იქნება ზუსტად შესაბამისობაში.
გაკვეთილის გეგმების ჩამონათვალი:
- მათემატიკური საკითხის სწავლების კონსტრუქტივისტური ფაზები;
- საზოგადოდ გაკვეთილის ჩვეულებრივი ფაზები;
- დიფერენცირება - გაშრევებული დაჯგუფება;
- ჩვეულებრივი გუნდური დაჯგუფება.