2023-05-24



მერვე კლასში კომპლექსური დავალების ბარათი წარვადგინე 2023 წლის 25 აპრილს, ხოლო ნამუშევრების წარდგენა - პრეზენტაცია ჩატარდა 23 მაისს.

კომპლექსური დავალების მიზანი იყო ბრტყელი ფიგურა - ოთხკუთხედების ღრმად შესწავლა - კვადრატი, მართკუთხედი, პარალელოგრამი, რომბი და ტრაპეცია. ნებისმიერი ოთხკუთხედის ფართობის გამოთვლა.

მოსწავლეებს მიღებული ცოდნის გამოყენებით უნდა გამოეყენებინათ ნასწავლი ყველანაირი სახის ოთხკუთხედი, მოეწყოთ გასართობი პარკი, დაეთვალათ ცალკეული და სრული ფართობები და წარმოედგინათ პრეზენტაცია. კლასის ძირითადმა ნაწილმა დავალება შეასრულა პროგრამა მაინქრაფტში და პრეზენტაცია წარმოადგინა ვიდეოს ან სურათების სახით. მხოლოდ რამდენიმე მოსწავლემ თაბახის ფურცელზე დახაზული ოთხკუთხედები და მათი ფართობები წარმოადგინა გასართობი პარკის მოდელის სახით.

კლასში 17 მოსწავლეა, მათ შორის სსსმ მოსწავლე არ არის.

პრეზენტაციის დღეს წარმოდგენილი იყო მაინქრაფტში შესრულებული 5 ვიდეო და ორი სურათების სახით, აქედან ხუთი ნამუშევარი იყო წყვილში შესრულებული, ხოლო დანარჩენი ხუთი მოსწავლიდან სამი ნამუშევარი თაბახის ფურცელზე იქნა შესრულებული.

პრეზენტაციის დღეს არ გამოცხადდა ორი მოსწავლე, მათ მუშაობა ჰქონდათ დაწყებული - აუცილებლად წარმოადგენენ დავალებას.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს გასართობი პარკის თავიანთი ხედვა და საინტერესო ვიდეოები / სურათები.

პრეზენტაციაზე მოსწავლეები ხალისით ჰყვებოდნენ მუშაობის პროცესზე და პასუხობდნებ შეკითხვებს.

პრეზენტაციამ მშვიდ და სამუშაო ვითარებაში ჩაიარა.

კომპლექსური დავალების ბარათი: გასართობი პარკის დაგეგმარება


ქვემოთ წარმოდგენილია სურათები სხვადასხვა დონის ნამუშევრებიდან:








შეფასების რუბრიკა და დიაგნოსტიკა






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 2

არქივი

2024-01

2023-12

2023-10