2021-12-25
მეხუთე კლასში მეორე კომპლექსური დავალების ბარათი წარვადგინე 2021 წლის 10 დეკემბერს პირისპირ სწავლებისას და მთელი დავალების შესრულებისას ვსწავლობდით პირისპირ.
დავალებაში გამოსაყენებელი იყო რიცხვებს შორის კანონზომიერება, გავიმეორეთ - წინარე ცოდნა, შევასრულეთ მსგავსი დავალებები, შევადგინეთ რიცხვითი და ასოითი გამოსახულებები.
მოსწავლეებმა ამის შემდეგ იმუშავეს დამოუკიდებლად და წარმომიდგინეს პრეზენტაციები.
მოსწავლეებს მიეცათ საშუალება ეფიქრათ მოყვანილ პროდუქტზე და მის რეალიზაციაზე, მოვისმინე ბევრი საინტერესო წინადადება.
ყველა მოსწავლე ვინც შეასრულა დავალება შეფასებულია განმავითარებელი შეფასებით, არ მიმაჩნია მოსწავლეთა შეფასების ინტერნეტში დადება სწორად.
კომპლექსური დავალების ბარათი - მცირე მეწარმის ამოცანა
შეფასების რუბრიკა და დიაგნოსტიკა