2021-01-15



მეორე კომპლექსური დავალების ბარათი წარვადგინე მეექვსე კლასში 2020 წლის 30 ნოემბერს დისტანციურად.

ვინაიდან დრო ძალიან ცოტა იყო გასული პირველი კომპლექსური დავალების დასრულებიდან და კომპლექსური დავალების შესრულება პირველ სემესტრში უნდა დაგვესრულებინა, მოვიძიე el.ge - ზე მზა კომპლექსური დავალება, შევცვალე ბევრი რამ - უფრო გავართულე და ისე წარვუდგინე ბარათი ბავშვებს. დროის სიმცირის გამო თვითონ არ დამითვლია წინასწარ, აქ კი ძალიან შევცდი.

მოსწავლეებს ახალი ნასწავლი ჰქონდათ წილადი რიცხვები და მათზე მოქმედებები, ჯერ არ იცოდნენ ათწილადები. ამოცანაში კანონზომიერებაში უნდა დაეთვალათ წილადი რიცხვები და ძალიან რთული აღმოჩნდა - ექვსი თვის და ერთი წლის საბანკო ანგარიშების დათვლა. ათწილადები რომ ჰქონოდათ ნასწავლი, ათწილადებში დაამრგვალებდნენ და როგორმე შესძლებდენ ანგარიშების წარმოდგენას, მაგრამ წილადებში ძალიან ძნელი აღმოჩნდა.

როცა მივხვდი რომ ეს ჩემი შეცდომა იყო, იმის გამო რომ არ გადავამოწმე - მოვიძიე ტელეფონზე დასაყენებელი API, დავუგზავნე მოსწავლეებს API-ს მისამართი და დააინსტალირეს ტელეფონებზე. API-ს გამოყენებით დავალება შეასრულეს კარგად, მიღებული წილადი რიცხვების მნიშვნელი 32 თანრიგამდე ავიდა.

მეხუთე წელია სკოლაში ვმუშაობ და ეს იყო ჩემი პირველი და ყველაზე დიდი მარცხი.

ყველა მოსწავლე ვინც შეასრულა დავალება შეფასებულია განმავითარებელი შეფასებით, არ მიმაჩნია მოსწავლეთა შეფასების ინტერნეტში დადება სწორად.

კომპლექსური დავალების ბარათი - ფინანსური წიგნიერება

შეფასების რუბრიკა და დიაგნოსტიკა






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 194

საიტზე იმყოფება: 1

არქივი

2023-10

2023-07

2023-05