მიმდინარე სასწავლო წელს კურუკულუმით გათვალისწინებული მაქვს მეშვიდე კლასში სამი კომპლექსური დავალება - ერთი პირველ სემესტრში და ორი მეორეში.
კომპლექსური დავალების ბარათი წარვადგინე მეშვიდე კლასში 2021 წლის 3 დეკემბერს პირდაპირი სწავლების რეჟიმში და მთელი დავალების მანძილზე ვსწავლობდით პირდაპირ რეჟიმში.
დავალება იყო ქალაქის ან ქუჩის დაგეგმარება - STEM, ახალი შესწავლილი მასალის - კუთხეები და ფაქტობრივი წინარე ცოდნის საფუძველზე უნდა შეგვესრულებინა დავალება.
ახალი მასალის პარალელურად გავიხსენეთ წინარე ცოდნა, დავიწყეთ დავალების შესრულება.
მოსწავლეების უმრავლესობამ დავალება შეასრულა პროგრამა მაინქრაფტში - შესრულებული დავალებები იყო სხვადასხვა ინტერპრეტაციით გაკეთებული, ზოგი მოსწავლე გასცდა თემას - სასწავლო მასალას, მაგრამ დავალების შესრულებით მიიღეს სიამოვნება.
ბევრმა მოსწავლემ ნახაზები დახაზა და ისე შეასრულა დავალება.
წარმოდგენილი პრეზენტაციები იყო მრავალფეროვანი.
ყველა მოსწავლე ვინც შეასრულა დავალება შეფასებულია განმავითარებელი შეფასებით, არ მიმაჩნია მოსწავლეთა შეფასების ინტერნეტში დადება სწორად.
კომპლექსური დავალების ბარათი - ქალაქის / ქუჩის დაგეგმარება - STEM
შეფასების რუბრიკა და დიაგნოსტიკა