მეშვიდე კლასში მეორე კომპლექსური დავალების ბარათი წარვადგინე 2022 წლის 11 მარტს, ხოლო პრეზენტაცია ჩატარდა 1 აპრილს.
კომპლექსური დავალების მიზანი იყო ანალიზური გეომეტრიის საწყისების მაღალ დონეზე შესწავლა, კერძოდ სიმეტრია და პარალელური გადატანა.
მოსწავლეებს მიღებული ცოდნის გამოყენებით უნდა შეესრულებინათ სიმეტრიისა და პრალელური გადატანის ნიმუშები პროგრამა GEOGEBRA-ში, პროგრამა DESMOS-ში ან ფურცელზე.
პრეზენტაციის დღეს წარმოდგენილი იყო შესრულებული ნამუშევრები GEOGEBRA-ში და ხელით ნახაზები.
ვფიქრობ რამდენიმე მოსწავლემ პროგრამა GEOGEBRA აითვისა კარგად - დავალების შესრულების დონეზე.
პრეზენტაციის დღეს არ გამოცხადდა ერთი მოსწავლე - ვაგრძელებთ მუშაობას.
პრეზენტაციაზე მოსწავლეები ხალისით ჰყვებოდნენ მუშაობის პროცესზე და პასუხობდნებ შეკითხვებს.
პრეზენტაციამ მშვიდ და სამუშაო ვითარებაში ჩაიარა.
კომპლექსური დავალების ბარათი:
სხვადასხვა დონის რამდენიმე პრეზენტაცია: