2022-05-04



გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი: მარინე ღვედაშვილი

საგანი: მათემატიკა

კლასი: V

თემა: ნულით დაბოლოებული რიცხვების გაყოფა 10-ზე, 100-ზე ...

დრო: 45 წუთი

მოსწავლეთა პროფილი: 17, მათ შორის 1 დისტანციურ სწავლებაზეა და სსსმ - 1.

გაკვეთილის მიზანი:

ამოცანების კონტექსტის მიხედვით ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებათა შერჩევისა და შესრულების უნარის გამომუშავება, გამოყენებული თვალსაჩინოებით მოსწავლეებს გაუადვილდეთ ნულით დაბოლოებული რიცხვების 10-ზე, 100-ზე ... გაყოფის ოპერაციის შესრულების პროცესი. მოსწავლეებმა დაკვირვების შედეგად გამოთქვან ვარაუდი და შეძლონ გაყოფის ოპერაციის განმარტების ჩამოყალიბება თავიანთი სიტყვებით. გაიაზრონ და შეძლონ ნულით დაბოლოებული გასაყოფისა და გამყოფის ნულით დაბოლოებულ რიცხვზე გაყოფა. ანალიზი გაუკეთონ ნამუშევარს და ნულით დაბოლოებული რიცხვების 10-ზე, 100-ზე ... გაყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილონ ყურადღება.

გაკვეთილის მიზანი სსსმ:

ათამდე ნატურალურ რიცხვებზე შეკრება - გამოკლების შესრულება, ათამდე და ხუთიდან უკან თვლა.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

მათ. V.3. მოსწავლეს შეუძლია ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ:

  1. ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით ირჩევს და იყენებს ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებათა შესრულების ადეკვატურ ხერხს.

სსსმ - სტანდარტი:

მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ:

  1. სიტყვიერად აღწერს შეკრების, გამოკლების, ტოლობის და შედეგის ცნებებს სხვადასხვა კონტექსტში (მაგალითად, "დავუმატოთ", "მოვაკლოთ", მიმატება - გაზრდა; გამოკლება – შემცირება, განცალკევება, განსხვავება);
  2. ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას, განსაზღვრავს განსხვავებას (მაგალითად, “რამდენით გაიზარდა/შემცირდა?") და აღწერს რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

  1. მოქმედებები ნატურალურ რიცხვებზე;
  2. ხარისხის ფუძე, ხარისხის მაჩვენებელი, ახარისხება;
  3. გამრავლების დროს ნულის და ერთის თვისება;
  4. მრავალნიშნა რიცხვების გამრავლება;
  5. ნულით დაბოლოებული რიცხვების გამრავლება;
  6. მრავალნიშნა რიცხვების გაყოფა.

შეფასება და თვითშეფასება:

განმავითარებელი შეფასება;

შეფასების რუბრიკა (დანართი 1).

სასწავლო მასალა და რესურსები:

წიგნი, რვეული, ცარცი, დაფა, პოსტერები - ნულზე დამოკიდებული გამრავლების და გაყოფის თვალსაჩინოებები, დავალების ბარათები, ფლიპჩატი, ფანქრები და მარკერები. სსსმ მოსწავლეებისთვის მომზადებული მისი დონის შესაბამისი დავალება.

აქტივობა №1 ორგანიზაციული საკითხები, წინარე ცოდნის გააქტიურება ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 8 წუთი

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეები წინასწარ ჯგუფებად არიან განაწილებული, დროის ეფექტურად გამოყენების მიზნით, განაწილებული აქვთ მოვალეობები: ლიდერი, დავალების ამოხსნის ჩამწერი, პრეზენტაციის ჩამწერი, პრეზენტაციის წარმდგენი და დროის ამთვლელი.

სიის ამოკითხვა. საშინაო დავალების შემოწმება.

ამ აქტივობების მიზანია მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება და მოტივაციის ამაღლება, რაც დაეხმარება დავალების შესასრულებლად საჭირო ცოდნის კონსტრუირებაში.

აქტივობის აღწერა:

საშინაო დავალებას შევამოწმებ შემოვლით და პასუხების გადამოწმებით, არასწორი პასუხის შემთხვევაში განვიხილავთ ამოცანას დაფაზე ან ადგილიდან შესაბამისი კითხვებით და ეს წინარე ცოდნის გააქტიურებაც იქნება.

ვინიშნავ თითოეული მოსწავლის შესრულებული დავალების დონეს და ვითვალისწინებ განმავითარებელი შეფასების დროს.

ფრონტალური კითხვებით ვიწვევ მოსწავლეებს საპასუხოდ და წინარე ცოდნის გასახსენებლად.

აქტივობა №2 ახალი გაკვეთილის თემა, სამუშაო განრიგის და შეფასების რუბრიკის წარდგენა, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 4 წუთი

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეებისთვის ახალი ასახსნელი თემის გაცნობა.

შესასრულებელი დავალების მოკლე მიმოხილვა.

შეფასების რუბრიკის განხილვა.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს ვაცნობ შეფასების რუბრიკას, რის მიხედვითაც შეფასდება გაკვეთლზე შესრულებული დავალება.

მოსწავლეებს ვურიგებ დავალებას ვარიანტებად შედგენილს (დანართი 2, სსსმ - დანართი 3).

მინი ლექცია დავალების შესრულების შესახებ.

მოსწავლეები მზად ყოფნას გამოთქვამენ სამუშაოს შესასრულებლად.

აქტივობა №3 დავალებაზე მუშაობა, ორგანიზების ფორმა - ფგუფური, 20 წუთი

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეები მუშაობენ დავალების შესასრულებლად.

მათ ევალებათ ღია დაბოლოებიანი დავალებების შესრულება, ნულით დაბოლოებიანი რიცხვების გაყოფა 10-ზე, 100-ზე ..., განმარტების ჩამოყალიბება, მათემატიკური ცნებების სწორად დასახელება და გამოყენება. დავალება მოიცავს მასალას წინარე ცოდნიდან და ახალი მასალიდან.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად დავალების შესასრულებლად. მე რიგებში დავდივარ და საჭიროების შემთხვევაში, კითხვებით - ხარაჩოების მეთოდით მოსწავლეებს ვეხმარები თავად გაასწორონ შეცდომა ან გააგრძელონ შეჩერებული მუშაობა. ამ აქტივობების მიზანია, მოსწავლეებმა მოახერხონ ახალი ცოდნის კონსტრუირება (ნულით დაბოლოებული რიცხვების გაყოფა 10-ზე, 100-ზე ...).

აქტივობა №4 პრეზენტაციების წარმოდგენა ჯგუფების მიერ, ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 9 წუთი, თითო ჯგუფი გამოიყენებს 3 წთ-ს

აქტივობის მიზანი:

შეძენილი ცოდნის სხვა ჯგუფებისთვის გაცნობა.

აქტივობის აღწერა:

თითოეული ჯგუფის წარმდგენი წარადგენს პრეზენტაციას და იცავს ჯგუფის მოსაზრებას.

სხვა ჯგუფის წევრები უსვავენ კითხვებს.

აქტივობა №5 - საშინაო დავალება, განმავითარებელი შეფასება, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 4 წუთი

აქტივობის მიზანი:

მიღებული ცოდნის შეფასება. საშინაო დავალება.

აქტივობის აღწერა:

ვაჯამებ რა გაკვეთილს, თითოეულ ჯგუფს ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას, ვაფასებ მათ მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციებს, ვაანალიზებ მათ შეცდომებს და წარმატებებს.

დავალება სახელმძღვანელო - ნანა ჯაფარიძე, ნანი წულაია, მაია წილოსანი - გვ. 42, დავალება 1-7.

თუ დრო დამრჩა, ჯგუფებს დავურიგებ გასასვლელ ბილეთებს (დანართი 4)

პროექტი დასრულდა 5.05.2022 წელი - გაკვეთილის ამსახველი ფოტო მასალა და რეფლექსია


დანართი 1 დანართი 2 დანართი 3 დანართი 4





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 7

არქივი

2023-07

2023-05

2023-04