2022 წლის 5 აპრილს მეხუთე კლასში ჩავატარე სტანდარტული გაკვეთილი თემაზე: „ნულით დაბოლოებული რიცხვების გაყოფა 10-ზე, 100-ზე ...“.
გაკვეთილის მიზანი იყო ამოცანების კონტექსტის მიხედვით ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებათა შერჩევისა და შესრულების უნარის გამომუშავება, გამოყენებული თვალსაჩინოებით მოსწავლეებს გაუადვილდეთ ნულით დაბოლოებული რიცხვების 10-ზე, 100-ზე ... გაყოფის ოპერაციის შესრულების პროცესი. მოსწავლეებმა დაკვირვების შედეგად გამოთქვან ვარაუდი და შეძლონ გაყოფის ოპერაციის განმარტების ჩამოყალიბება თავიანთი სიტყვებით. გაიაზრონ და შეძლონ ნულით დაბოლოებული გასაყოფისა და გამყოფის ნულით დაბოლოებულ რიცხვზე გაყოფა. ანალიზი გაუკეთონ ნამუშევარს და ნულით დაბოლოებული რიცხვების 10-ზე, 100-ზე ... გაყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილონ ყურადღება.
სსსმ მიზანი - ათამდე ნატურალურ რიცხვებზე შეკრება - გამოკლების შესრულება, ათამდე და ხუთიდან უკან თვლა.
მოსწავლეებმა მიცემული დავალება შეასრულეს გათვალისწინებულ დროში - 10 წუთი.
მინდა გამოვყო რამდენიმე ძლიერი მხარე ჩემი გაკვეთილიდან: გაკვეთილი საკმაოდ აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო ჩემს მიერ დაგეგმილმა აქტივობებმა. მოსწავლეები თავიდანვე განსაკუთრებით საქმიანად ჩაერთნენ დავალების შესრულებაში, თავისუფლად შეძლეს დავალების გათავისება, მაგრამ ნახევარი დავალების შემდეგ დაიწყეს პრეზენტაციის ფლიპჩატზე პარალელურ რეჟიმში გადაწერა, გადაწერის დრო ძალიან გახანგრძლივდა, ამგვარი ჯგუფური მუშაობა ჯერ არ მქონია მეხუთე კლასში და ვერ გავითვალისწინე, რომ დასჭირდებოდათ გადაწერისთვის გათვალისწინებული 10 წუთი + კიდევ ნახევარი დავალების შესრულების 5 წუთი და კიდევ ვერ მოახერხებდნენ დავალების სრულად გადაწერას, რის გამოც პრეზენტაციების წარდგენა ნაჩქარევად მოხდა და მოსწავლეებმა ვერ შეძლეს სრული ცოდნის რეალიზება, უკუკავშირიც ვერ შედგა საჭირო დონეზე.
მე გაკვეთილს წარვმართავდი გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, მნიშვნელოვანი გადახვევა-მოდიფიცირება არ გამიკეთებია, გადავაცილე დროს, დაირღვა დროის მენეჯმენტი.
გარდა დროის მენეჯმენტისა, ვინაიდან გადაწერის მომენტი გაგრძელდა, უსაქმურად დარჩა რამდენიმე მოსწავლე და ესეც ვერ გავითვალისწინე.
მეექვსე წელია სკოლაში ვმუშაობ მასწავლებლად, ოცამდე გაკვეთილი და პროექტი მაქვს განხორციელებული და ასეთი ცუდი შედეგი არ მახსოვს, ერთი სიტყვით შედეგზე ვერ გავედი.
გაკვეთილი იყო შემოწმების ტიპის, გაკვეთილს ესწრებოდა მარნეულის V სკოლის მათემატიკის პედაგოგი - ქალბატონი ლილი შუკვანი.
სხვა დროს რომ ჩავატარო მსგავსი გაკვეთილი, ცხადია, გავითვალისწინებ ამ გაკვეთილის გამოცდილებას და გაკვეთილის ჩატარების დროს გავითვალისწინებ დღევანდელ შედეგს, ვეცდები კიდევ უფრო საინტერესო და მხიარული გავხადო გაკვეთილი.