2020-02-19



მიმდინარე კურსის განმავლობაში გავიარეთ და ძალიან მომეწონა საკითხი - გარემოს მნიშვნელობა სასწავლო პროცესში, მართლაც ძალიან დიდია მისი მნიშვნელობა სასწავლო პროცესში, მოსწავლე მთელი დღე სკოლაშია და როგორ გარემოშია აქვს მნიშვნელობა. გავიარეთ მოსწავლეების ჩართვა სასწავლო გარემოს შექმნაში.

სასწავლო ოთახის რესურსად გამოყენების ძირითადი ასპექტები.

სასწავლო პროცესის მართვა და მზაობა პროფესიული გავნითარებისთვის.

ამ კურსის საინტერესო საკითხები იყო ინდივიდუალური და თანამშრომლობითი სწავლებას შორის მსგავსება და განსხვავებები. გავაანალიზეთ თანამშრომლობითი სწავლების თეორია და პრაქტიკა,

ვიმსჯელეთ დროის ეფექტურად დაგეგმისა და მართვის სხვადასხვა ასპექტებზე.

ვისწავლეთ, რომ რაც შეიძლება უნდა შემცირდეს მასწავლებლის აქტიურობის - მართვის დრო და გაიზარდოს მოსწავლის თვითრეგულაციის დრო. ეს საკითხები მწვავედ დგას დღეს სკოლებში და ყველა პედაგოგი და მათ შორის მეც ვცდილობთ - ამ პრობლემის გადაწყეტას.

ვისწავლეთ თვითმართვის უნარების განვითარების მნიშვნელობა მოსწავლეებში, აგრეთვე მოსწავლეთა ქცევისა და თვითმართვის უნარების განვითარების სტრატეგიები.

ვისაუბრეთ რა ქცევით პრობლემებს ვაწყდებით პრაქტიკაში და გავანალიზეთ თუ რა იწვევს მათ, გავეცანით ინფორმაციას ქცევის მართვის სწავლების შესახებ.

ვისწავლეთ, რომ თვითრეგულაციის ასპექტს წარმოადგენს სტანდარტები და მიზნები, რომელსაც საკუთარ თავს ვუსახავთ; მეთოდები, რომლებსაც საკუთარი გონებრივი პროცესების და ქცევის მონიტორინგისთვის ვიყენებთ; შედეგები, რომელსაც საკუთარ თავს ვუწესებთ წარმატებისა თუ წარუმატებლობისთვის.

მიმდინარე კვირაში განვიხილეთ პედაგოგიურ საქმიანობაში ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობა. პროფესიული განვითარების დაგეგმვა - სამუშაო შეხვედრების პრაქტიკა, როგორც პროფესიული განვითარების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი და განვიხილეთ პროფესიული პორტფოლიო.

ვისწავლეთ, რომ ურთირთთანამშრომლობის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს კრიტიკული მეგობრის როლის შესრულებას.

მიმდინარე კურსის განმავლობაში ჩავატარე ათი ღია გაკვეთილი, სადაც გამოვიყენე ორი ინდივიდუალური და რვა ჯგუფური მუშაობის აქტივობა.

მინდა გითხრათ, რომ ბევრჯერ მაქვს გამოყენებული ჯგუფური მუშაობის აქტივობა მათემატიკის სწავლებისას და ყოველი შემდეგი ჩატარებული გაკვეთილი სჯობია წინას.

დავგეგმე და განვახორციელე სასწავლო პროექტი „გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენება, ხელოვნებაში, არქიტექტურაში.“

დავგეგმე და განვახორციელე სოციალური პროექტი „გასაფერადებელი გეომეტრიული ფიგურები“ - საჩუქრად პირველკლასელებს.

ერთ-ერთი ღია გაკვეთილი მეხუთე კლასში ჩავატარე და გამოვიყენე გაკვეთილის ფორმა - სწავლა კეთებით. დაამზადონ სივრცული ფიგურების, კერძოდ მართკუთხა პარალელეპიპედის მოდელები, ეს დაეხმარებათ სივრცული ფიგურების წარმოსახვაში და შესწავლაში.

ერთი-ერთი ღია გაკვეთილი ჩავატარე ინტეგრირებული მათემატიკასა და მეწარმეობაში.

ერთ-ერთი ღია გაკვეთილი ჩავატარე პრობლემაზე ორიენტირებული.

ათი ღია გაკვეთილისთვის ძალიან ცოტა დრო მქონდა, რათქმა უნდა იყო ხარვეზებიც, მაგალითად ერთი-ორჯერ დრო არ მეყო და სხვა.

მოსწავლეთა თვითმართვის - თვითრეგულირების საკითხებზე კურსის მიმდინარეობის დროს ჩავატარე კვლევა თემაზე: „ონლაინ რესურსების ჩართულობა მათემატიკის სწავლების პროცესში და მოსწავლეებში თვითრეგულაციის უნარის განვითარება“.

პორტფოლიო მაქვს 2017 წლის გაზაფხულიდან, ახლა განვაახლე, რადგან უამრავი მასალა მომიგროვდა კურსების მიმდინარეობის დროს.





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 7

არქივი

2023-07

2023-05

2023-04