2020-02-18



მეორე მოდულის კურსის მასალა მნიშვნელოვანი იყო გაკვეთილის დაგეგმის და ჩატარების თვალსაზრისით, ვისწავლეთ თუ როგორ გავაუმჯობესოთ სასწავლო მიზნები ბლუმის ტაქსონომიის მიზნების მისაღწევად და როგორ მოვახდინოთ მათი ფორმულირება. როგორ დავყოთ კატეგორიების მიხედვით მსხვილი მიზნები, კერძოდ სტანდარტით განსაზღვრული მიზანი, გაკვეთილის მიზანი და აქტივობის მიზნები, როგორ მოვიძიოთ მათ შორის ურთიერკავშირის დადგენის გზები.

ბლუმის ტაქსონომია დიდი სააზროვნო თემაა და მისი გამოყენება/შესრულება ცოდნიდან შექმნის დონემდე არის ჩემი აზრით სრული პედაგოგიკა.

ამ მოდულის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია შეფასების ტიპების, შეფასების პრინციპების განხილვა, როგორც განმავითარებელი ასევე განმსაზღვრელი, გავიარეთ განმსაზღვრელი შეფასების ინსტრუმენტები. განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების მსგავსება-განსხვავებები. დავადგინეთ შეფასების მთავარი პრინციპები და შევისწავლეთ შეფასების რუბრიკის შედგენა.

ვისწავლეთ, როგორ გავაკეთებინოთ მოსწავლეებს პოტფოლიო და ამ აქტივობით შევიტყობთ ბევრს, მოსწავლები თავიანთ ცოდნასთან დაკავშირებით და მეც უფრო გარკვეულად შემექმნება წარმოდგენა მათ ცოდნაზე. ვფიქრობ მეორე სემესტრის განმავლობაში დავავალებ მოსწავლეებს პორტფოლიოს გაკეთებას.

მიმდინარე კურსის დროს და შემდგომში ჩემი პედაგოგიური საქმიანობის განმავლობაში გავითვალისწინებ და მოსწავლეებთან ვიქნები კორექტულად დახვეწილი საუბრის დროს.

დაბალი სტატუსის მქონე მოსწავლეებისთვის ვმუშაობ სასწავლო მიზნების მოდიფიცირებაზე, ვაკეთებ ინდივიდუალურ გეგმებს და კვლავაც გავაკეთებ.

ამ კურსის გავლის შემდეგ ვიმუშავე გაკვეთილის გეგმების შემუშავებაზე; შევადგინე, ავტვირთე და ჩავატარე 10 დაგეგმილი გაკვეთილი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე პრაქტიკაც მქონდა (მილენიუმის ტრენინგების გავლის დროს) გაკვეთილების ჩატარება, მაინც რთული იყო მოცემული მცირე დროის გამო. ვფიქრობ გავუმკლავდი და შევძელი, გაკვეთილების ჩატარების დროს იყო ხარვეზებიც რათქმა უნდა, მაგრამ სამაგიეროდ დიდი პრაქტიკა მივიღე.





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 1

არქივი

2024-01

2023-12

2023-10