2019-01-23



მეათე კლასში ჩატარდა ჯგუფური მუშაობა სახელმძღვანელოში მოცემულ რიგით შემოთავაზებულ თემაზე - ლოგიკური მსჯელობა თემაზე სიმრავლეებს შორის ურთიერდამოკიდებულება.

შეიქმნა სამი ჯგუფი, ჯგუფებში გადანაწილებული იყო ფუნქციები: ჯგუფის მენეჯერი, ამოცანის ჩამწერი, ამოცანის ამოხსნაზე პასუხისმგებელი და დროის აღმრიცხველი.

ჯგუფური მუშაობის ამოცანა: საახალწლო კარნავალზე ნინიკო, ეკა და მარიამი თეთრი, ვარდისფერი და ცისფერი კაბებითა და ამავე ფერის ნიღბებით გამოცხადდნენ. ცნობილია, რომ:

  1. ეკას კაბა და ნიღაბი ერთნაირი ფერისაა;
  2. ნინიკოს არც კაბა და არც ნიღაბი არ არის ცისფერი;
  3. მარიამი თეთრი ნიღბით მოვიდა კარნავალზე, მისი კაბა კი არ იყო თეთრი ფერის.

კითხვები:

  1. რა ფერის კაბითა და ნიღბით მოვიდა თითოეული გოგონა კარნავალზე?
  2. გოგონების სიმრავლე, ნიღბების სიმრავლე და კაბების სიმრავლე გამოსახეთ სურათზე მოცემული ნიმუშის მიხედვით.

გამოსახეთ სურათზე მოცემული ნიმუშების მიხედვით. (ამოცანაში მოცემულია შესავსები გრაფი და ცხრილი.)

ჯგუფები გაეცნენ სამუშაოს და თანამშრომლობითი მუშაობით მიზანს მიაღწიეს, დავალების შესასრულებლად დრო ჰქონდათ 20 წთ.

დავალება შესრულდა ფურცლებზე. ჩამაბარეს ნაწერები.

საერთო ჯამში ჯგუფებმა მოახერხეს დავალების შესრულება და დაიმსახურეს შემდეგი ქულები:

გუჯა ასანიძე - 10

მარიამ გუნაშვილი - 10

რატი ისიანი - 10

შეფასების კრიტერიუმები
ცუდი(4-5) საშუალო(6-7) კარგი(8-9) ძალიან კარგი(10)
ჯგუფმა ვერ გაარკვია ამოცანის შინაარსი, ვერ მოახერხა შეთავაზებული დავალების შესრულება. ჯგუფმა ნაწილობრივ გაარკვია ამოცანის შინაარსი, დაუშვა შეცდომები და შედეგიც იყო არაზუსტი. ჯგუფმა კარგად დაინახა ამოცანის არსი, დაგეგმა ამოცანის გადაწყვეტის გზები და შედეგი წარმოადგინა. ჯგუფი ძალიან კარგად ჩასწვდა ამოცანის შინაარსს, სწრაფად დაგეგმა ამოცანის გადაწყვეტის გზები და შედეგიც იყო ძალიან კარგი.

არსებობს ჯგუფური მუშაობის ამსახველი დოკუმენტაცია.





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 8

არქივი

2023-07

2023-05

2023-04