აკადემიური კურსი დაიწყო სადემონსტრაციო კურსით, სადაც ონლაინ პლატფორმის შესაძლებლობების გამოყენების შესასწავლად პრაქტიკული დავალებები იყო მოცემული.
სადემონსტრაციო კურსმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ძირითადი კურსის მოდულების გავლის დროს არ გვეფიქრა თვითონ დავალების ფორმაზე და მხოლოდ აქცენტი გადაგვეტანა დავალების მიზანზე.
შემდეგი - შესავალი კურსი - განათლების შესახებ ინფორმაციის მოძიების წყაროებზე იყო გათვლილი და ონლაინ რესურსების მოძიებაზე, საჭიროების შემთხვევაში სად მოგვეძია ინფორმაცია თუ რესურსი.
მოდული 1 - გავიარეთ კვლევა და დიფერენცირება, მოტივაცია და სტრატეგიები, პროექტზე და პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება და მაღალი სააზროვნო უნარები - ს განვითარება.
ყველაზე მეტად დამაინტერესა - მაღალი სააზროვნო უნარები:
- კრიტიკული აზროვნება - არის აზროვნების ის სახე, რომელიც პრობლემის გადაჭრას, მის ფორმულირებას, დასკვნის გამოტანას და გადაწყვეტილების მიღებას ემსახურება;
- შემოქმედებითი აზროვნება - არის რთული სააზროვნო უნარ-ჩვევა. ეს არის რაიმეს ახალი გზით კეთება ან დანახვა, შემოქმედებითი აზროვნება ხასიათდება იდეების სიმრავლით, მრავალფეროვნებით, სიახლით და გარდაქმნის უნარით;
- მეტაკოგნიტური უნარები - გრაფიკული ორგანიზატორები მოსწავლეებს დაეხმარება წაკითხულის გაგებასა და გააზრებაში;
- ტრანსფერული უნარები - ანალიტიკური აზროვნების უნარის განვითარება, ერთ საგანში შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
მოდული 2 - ეს მოდული მნიშვნელოვანი იყო გაკვეთილის დაგეგმის და ჩატარების თვალსაზრისით, ვისწავლეთ თუ როგორ გავაუმჯობესოთ სასწავლო მიზნები ბლუმის ტაქსონომიის მიზნების მისაღწევად და როგორ მოვახდინოთ მათი ფორმულირება. როგორ დავყოთ კატეგორიების მიხედვით მსხვილი მიზნები, კერძოდ სტანდარტით განსაზღვრული მიზანი, გაკვეთილის მიზანი და აქტივობის მიზნები, როგორ მოვიძიოთ მათ შორის ურთიერკავშირის დადგენის გზები.
ბლუმის ტაქსონომია დიდი სააზროვნო თემაა და მისი გამოყენება/შესრულება ცოდნიდან შექმნის დონემდე არის ჩემი აზრით სრული პედაგოგიკა.
ამ მოდულის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია შეფასების ტიპების, შეფასების პრინციპების განხილვა, როგორც განმავითარებელი ასევე განმსაზღვრელი, გავიარეთ განმსაზღვრელი შეფასების ინსტრუმენტები. განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების მსგავსება-განსხვავებები. დავადგინეთ შეფასების მთავარი პრინციპები და შევისწავლეთ შეფასების რუბრიკის შედგენა.
მოდული 3 - მიმდინარე კურსის განმავლობაში გავიარეთ და ძალიან მომეწონა, საკითხი - გარემოს მნიშვნელობა სასწავლო პროცესში, მართლაც ძალიან დიდია მისი მნიშვნელობა სასწავლო პროცესში, მოსწავლე მთელი დღე სკოლაშია და როგორ გარემოშია აქვს მნიშვნელობა. გავიარეთ მოსწავლეების ჩართვა სასწავლო გარემოს შექმნაში.
სასწავლო ოთახის რესურსად გამოყენების ძირითადი ასპექტები.
სასწავლო პროცესის მართვა და მზაობა პროფესიული გავნითარებისთვის.
ვისწავლეთ თვითმართვის უნარების განვითარების მნიშვნელობა მოსწავლეებში, აგრეთვე მოსწავლეთა ქცევისა და თვითმართვის უნარების განვითარების სტრატეგიები.
ვისწავლეთ, რომ თვითრეგულაციის ასპექტს წარმოადგენს სტანდარტები და მიზნები, რომელსაც საკუთარ თავს ვუსახავთ; მეთოდები, რომლებსაც საკუთარი გონებრივი პროცესების და ქცევის მონიტორინგისთვის ვიყენებთ; შედეგები, რომელსაც საკუთარ თავს ვუწესებთ წარმატებისა თუ წარუმატებლობისთვის.